1. ციტრუსების კანი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. მასში იმაზე მეტი ვიტამინია, ვიდრე თავად ნაყოფში. იმისათვის, რომ დიდი ხნით შეინახოთ ციტრუსის კანი, შეგიძლიათ, როგორც გაყინოთ, ასევე გააშროთ.
გაყინული ცედრა გახეხეთ და დაუმატეთ კერძებსა და ნამცხვრებში. გამხმარი კანი კი შეგიძლიათ დაფქვათ ყავის საფქვავში, შეურიოთ თაფლს და დაუმატოთ ჩაის.
2. ვაშლის კურკა მდიდარია იოდით. დღეში საკმარისია მიირთვად ვაშლის 4-5 კურკა, რომ დღის ნორმა იოდი მიღებული გაქვთ.
3. ვაშლის კარგად გამშრალი კანი – შესანიშნავი საშუალებაა კუჭის აშლილობისას. გამოიყენება წყლით დამდუღრული კანი.
4. ზეთისხილის კურკა – შესანიშნავი მასაჟორია ხელებისა და ფეხებისთვის.
5. კაკლის უღლის ნახარში კი – შესანიშნავია სისხლში შაქრის დონის დასაწევად. შველის მე-2 ჯგუფის დიაბეტს.
6. ყურძნის დაფქული წიპწა – არაჩვეულებრივი კოსმეტიკური საშუალებაა. უებარია კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. შეგიძლიათ დააყენოთ წიპწის ნაყენი და სვათ, როგორც ჩაი. ასე ორგანიზმს მინერალებით გაამდიდრებთ. დაფქული წიპწა კი დაუმატეთ თქვენს კოსმეტიკურ საშუალებებში.
7. ალბათ, ყველაზე უჩვეულო თვისება კარტოფილის კანს აქვს. მისი მეშვეობით ჭაღარის გაქრობა შეგიძლიათ. მეთოდი იხილეთ აქ.
8. სურდოს ან ცხვირიდან სისხლდენის დროს ნესვის კანის წვენი დაგეხმარებთ. ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი დღეში რამდენჯერმე, როცა ცხვირიდან გამონადენი გექნებათ. ხოლო, თუკი ნესვის კანს დაიდებთ გალურჯებულ კანზე, შეამჩნევთ, რომ ის ძალიან სწრაფად გაქრება.
9. მოაყარეთ ატმის კანის შიდა მხარეს შაქარი და მიიღებთ შესანიშნავ ბუნებრივ პილინგს, რომელიც არა მხოლოდ ღრმად გაწმენდს კანს, არამედ გაამდიდრებს კანს კალიუმითა და ვიტამინით A.
10. ბანანის კანი – შესანიშნავი სასუქია მცენარეებისთვის. რეცეპტი იხილეთ აქ.