ყველა იმ რჩევაში, რომელსაც ხალხური მედიცინის მომხრეები გვიზიარებენ, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ლიმონი სხვადასხვა სანელებელთან ერთად.
დღეს მჟავე ციტრუსის, მარილისა და პილპილის ერთობლივ სარგებლობაზე მოგიყვებით. ეს წამალი, პირველ რიგში, გაციებას შველის, მაგრამ მისი სხვა სასარგებლო თვისებებიც უნდა იცოდეთ!
1. ლიმონი მარილითა და პილპილით შეუცვლელია გაციებისას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ხველამ შეგაწუხათ. სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის წყალში ან ჩაიში დაუმატეთ მწიკვი მარილი, მწიკვი პილპილი და ერთი ლიმონის წვენი. ან უბრალოდ მიირთვით მარილ და პილპილმოყრილი ლიმონის ნაჭრები.
2. თუკი ყელი გტკივათ, გამოივლეთ შემდეგი ნაყენი: 200 მლ თბილი წყალი, 1/2 ჩ.კ. ლიმონის წვენი და 1/2 ჩ/კ. მარილი.
3. ფრჩხილების მოსავლელი აბაზანა ბევრად ეფექტური იქნება, თუკი მასში რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენსა და მწიკვ მარილს ჩაუმატებთ.
4. არომააბაზანები ლიმონით და მარილით – სასიამოვნო მეთოდია ცელულიტისგან გასათავისუფლებლად.
5. ნაბახუსევზე უებარია ტომატის წვენში გახსნილი 2-3 წვეთი ლიმონის წვენი, მწიკვი მარილი და შავი დაფქული პილპილი.
6. თუკი ზედმეტი წონის პრობლემები გაქვთ, ყოველდღიურად სვით 1 ჭიქა თბილი წყალი, რომელშიც გახნით 1/4 ჩ.კ. დაფქულ შავ წიწაკას, 1 ს/კ თაფლს და 2 ს/კ ლიმონის წვენს.
7. გულისრევის შეგრძნების დროს დალიეთ წყალი ლიმონის წვენითა და მწიკვი შავი პილპილით.
8. გსურთ ახალი გემო სცადოთ? თუკი დააქუცმაცებთ ლიმონის ცედრას, დაუმატებთ პილპილსა და მარილს, მიიღებთ შესანიშნავ სანელებელს, რომელიც არა მხოლოდ პიკანტურობას შესძენს საყვარელ კერძს, არამედ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასაც დააჩქარებს.