ალბათ, ფიქრობთ, რომ წონაში დაკლების ერთადერთი საშუალება საკვების ცოტა რაოდენობით მიღება გახლავთ. უნდა გაგახაროთ: არსებობს ნეგატიური კალორიულობის პროდუქტები.
რას ნიშნავს ეს? ზოგიერთი ბოსტნეული და ხილი, ასევე, სოკოს რამდენიმე სახეობა არ საჭიროებს გადამუშავებისას ენერგიას. ორგანიზმი ამ პროცესის დროს ხარჯავს მეტ კალორიას, ვიდრე გამოსვლისას იღებს მათ. ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქტებზე, რომელთაც დაბალი გლიკემიური ინდექსი გააჩნია. ისინი აჩქარებენ მეტაბოლიზმს, ორგანიზმი კი წვავს დაგროვილ ცხიმს.
რომელ პროდუქტებზეა საუბარი?
რეკომენდებული ბოსტნეული: სპარჟა, მწვანე პარკოსნები, ჭარხალი, ბრიუსელის კომბოსტო, სტაფილო, ნიახური, ბოლოკი, კიტრი, ბარდა, ჩინური კომბოსტო, სალათის ფურცლები, ისპანახი, პომიდორი.
ხილი: ვაშლი, კენკრა, გრეიპფრუტი, ლიმონი და ლაიმი, ჟოლო.
ბალახეული და სუნელები: ქონდარი, მიხაკ-დარიჩინი, ნიორი, ხახვი, ოხრახუში.
მოცემული პროდუქტების დადებითი ეფექტები:
- ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება;
- ორგანიზმში შაქრის შემცველობის შემცირება;
- საკვების მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესება, მსხვილი ნაწლავის გასუფთავება;
- ღვიძლის გასუფთავება;
- ანთებითი პროცესების ჩაცხრობა;
- ქოლესტერინის შემცველობის შემცირება;
- კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება;
- სტრესისგან, შფოთვებისა და დეპრესიისგან გათავისუფლება;
- ძილის გაუმჯობესება;
- კანის გაახალგაზრდავება, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესება.
მნიშვნელოვანია:
თუკი გადაწყვეტთ, ამ გზით დაიკლოთ წონაში, დღეში მინიმუმ 900 გრამი სხვადასხვა უმი, გამომცხვარი ან მოთუშული პროდუქტი უნდა მიიღოთ. ნუ მიირთმევთ მათ ტკბილეულთან ან ფასთ-ფუდთან ერთად.