ხანდახან ძნელია რაიმის დაჯერება, განსაკუთრებით, როდესაც მას ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. ამის მიუხედავად, მათი მოქმედება არ მცირდება.
გთავაზობთ, გამოიყენოთ ხერხები, რომლებიც იზიდავს ფულს. ვისაც კი გამოუყენებია, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ეს ხერხები ნამდვილად მუშაობს!
ფულის მიზიდვა
საფულეში კუპიურები განალაგეთ მათი კლებადობის მიხედვით, ისე, რომ თვალწინ, პირველ რიგში, უმსხვილესი კუპიურა მოგხვდეთ.
ნუ გადააბრუნებთ ბანკნოტებს საფულეში თავდაყირა.
იპოვეთ თქვენი იღბლიანი კუპიურა, ფულის თილისმა, მოათავსეთ საფულეში და არასოდეს ამოიღოთ. ბოლო 2, 3 ან უმჯობესია, 4 ციფრი უნდა ემთხვეოდეს თქვენი დაბადების თარიღს.
ნუ ჩაალაგებთ საფულეში ფულის დასტას კენტი რაოდენობის ბანკნოტებით.
თუ სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას იყენებთ, მოათავსეთ ისინი საფულეში ცალ-ცალკე.
თუკი გზაზე მონეტას იპოვით (ავერსით), აიღეთ იგი (შემოსავლის ნიშანია), თუკი მონეტა პირიქითაა განლაგებული - დატოვეთ თავის ადგილზე.
შეარჩიეთ სწორი საფულე: იგი უნდა იყოს წითელი ფერის და ნატურალური ტყავისგან დამზადებული.
ნუ შეინახავთ ძველ საფულეებს.
საფულეში, გამჭვირვალე "ფანჯრიან" განყოფილებაში მოათავსეთ იმის სურათი, ვისთვისაც გსურთ ფულის შეგროვება.
დახეული და ჭუჭყიანი კუპიურები მოიცილეთ, მათი ადგილი თქვენს საფულეში არ არის.
ნუ დატოვებთ თქვენს საფულეს ცარიელს, ჩადეთ მასში თუნდაც ერთი ქაღალდის კუპიურა და რამდენიმე მონეტა.
რა თქმა უნდა, ყველა ეს ხერხი ბებიის ზღაპრებად შეიძლება მოგეჩვენოთ. თუ მსგავსი რამის არ გჯერათ, სცადეთ მოეკიდოთ ამ ამბავს, როგორც თამაშს. რა იცით, რა ხდება!
5 მეთოდი, როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე