ახალგამოწურული სტაფილოს წვენს ნამდვილად შეგვიძლია ბოსტნეულის წვენთა მეფე ვუწოდოთ. მასში უამრავი ვიტამინი და მიკროელემენტი შედის, რაც ორგანიზმის ზამთრის შემდეგ აღსადგენად შესანიშნავია.
აი, 7 მიზეზი, რატომ უნდა დაიწყოთ სტაფილოს წვენის სმა დღეიდანვე!
1. ამაღლებს იმუნიტეტს
100 გ სტაფილოს წვენში შედის 3 მგ-მდე C, 2.1 გ ბეტა-კაროტინი, დაახლოებით 350 მკგ ვიტამინი A, 0,2 მგ ვიტამინი PP და 0,3 მგ ვიტამინი E. ასევე, ის მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინითა და ფოსფორით. ერთი სიტყვით, ნამდვილი დამხმარეა დასუსტებული იმუნიტეტისთვის: შეუცვლელი პროდუქტია ავიტამინოზის დროს!
2. შველის მხედველობის პრობლემებს
ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ უნდა ვჭამოთ რაც შეიძლება მეტი სტაფილო, თუკი გვინდა, რომ კარგი მხედველობა გვქონდეს. და მართლაც, სტაფილოს წვენში შემავალი ვიტამინი A არა მხოლოდ დაგიცავთ მხედველობის პრობლემებისგან, არამედ უკვე არსებულსაც მოგიგვარებთ.
თუკი შუქის ჩაქრობის შემდეგ დიდხანს ვერ ეგუები სიბნელეს, შესაძლოა შენს ორგანიზმს სწორედ ეს ვიტამინი აკლია.
3. კიბოს პროფილაქტიკისთვის
ანტიოქსიდანტები, რომლებსაც სტაფილოს წვენი შეიცავს, დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. ის ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რაც დაბერების პროცესს ანელებს.
4. აღადგენს ღვიძლის ფუნქციებს
სტაფილოს წვენის რეგულარულად მიღების შემთხვევაში აღადგენ ღვიძლის ფუნქციებს. მას გამწმენდი და დეტოქს თვისებები აქვს.
მაგრამ დაიმახსოვრე, რომ სარგებლობა მოაქვს მხოლოდ ცხიმებით გაჯერებულ წვენს: დაუმატეთ წვენში ერთი ჩაის კოვზი არაჟანი ან ნაღები, ასევე, არაჩვეულებრივია ზეითუნის ზეთით. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ვიტამინი A ცხიმის გარეშე, ფაქტობრივად, შეუთვისებელია.
5. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
ვიტამინი A-ს ნაკლებობა მაშინვე კანის მდგომარეობაზე აისახება: ჩნდება პატარ-პატარა წყლულები, სიწითლეები, იქერცლება და შრება კანი... დღეში ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი უმოკლეს დროში გადაწყვეტს ამ პრობლემას. ხოლო გაწურვის შემდეგ დარჩენილი ჩენჩოებისგან სახის არაჩვეულებრივი ნიღბის გაკეთება შეგიძლიათ.
6. გულ-სისხლძარღვებისთვის
სტაფილოს წვენში შემავალი ვიტამინების უნიკალური შეხამება სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს, ათეროსკლეროზის შესანიშნავი პროფილაქტიკაა, აუმჯობესებს გულის მუშაობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სასმლის მიღება მწეველებისთვის.
7. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე
პირველ რიგში - ნარინჯისფერი განწყობას ამაღლებს, მეორეც - წვენში შემავალი ნივთიერება დაუოსტერინი, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
ყურადღება! სტაფილოს წვენი არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მოშლის შემთხვევაში.
დანარჩენებისთვის სტაფილოს წვენის დღიური ნორმა შეადგენს 250 მლ-ს. დიდი რაოდენობით, მან შესაძლოა სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოგაყენოთ. ახალგამოწურული სტაფილოს წვენის შენახვა მაცივარში მხოლოდ 1 საათით არის დასაშვები. ხოლო ბავშვებს ის წყალში გაზავებული მიეცით (პროპორციებით 1:1-ზე).