ჯანსაღი სუნთქვა, თეთრი კბილები, ჯანმრთელი ღრძილები - თავდაჯერებულობის საწინდარია. პირის ღრუს სრულფასოვანი მოვლა ითვალისწინებს არა მხოლოდ კბილების გახეხვასა და კბილების ძაფის გამოყენებას, არამედ გამოვლებასაც.
როგორ მოვიცილოთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
მაღაზიები სავსეა სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ, როგორ წესი, მსგავსი სავლები იაფი არ ღირს. თანაც, მათი შემადგენლობა ხანდახან ეჭვს ბადებს. გთავაზობთ სახლის პირობებში დამზადებული ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი სავლების რეცეპტს.
ინგრედიენტები
• 1 ლიმონი
• 200 მლ თბილი წყალი
• 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
• 1,5 ჩ.კ. თაფლი
• 0,5-1 ჩ.კ. სოდა
• ბოთლი
მომზადების წესი
1. გამოწურეთ ლიმონი, ჩაასხით ბოთლში წვენი, ჩაყარეთ დარიჩინი.
2. სოდა და თაფლი შეურიეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენს.
3. ჩაასხით თბილი წყალი, დააფარეთ სახურავი და შეანჯღრიეთ.
4. გამოივლეთ პირის ღრუში მიღებული სითხე კბილების ყოველი გახეხვის შემდეგ ან საჭიროების შემთხვევაში.
სავლები შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 3 კვირისა. ჯანსაღი სუნთქვისთვის არაერთი ხელმისაწვდომი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტური გახლავთ სტომატოლოგთან დროულად სტუმრობა.