1968 წელს სოფია როტარუ ცოლად გაჰყვა ანატოლი ევდოკიმენკოს. მათ მთელი ცხოვრება ერთმანეთის დახმარებასა და მხარდაჭერაში გალიეს. სოფიასთვის ქმარი არა მარტო მისი მხარდამჭერი იყო, არამედ ადამიანი, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
გაუთავებელი გასტროლებისა და კონცერტების გამო როტარუს პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა, თუმცა ქმარი გამუდმებით გვერდში ჰყავდა და სწორედ ამის წყალობით ოჯახისგან მოწყვეტილად თავს არ გრძნობდა. ერთად 13 წელზე მეტხანს იცხოვრეს - ანატოლი ევდოკიმენკოს სიკვდილამდე.
მომღერალმა ეს დანაკარგი ძალიან განიცადა, კონცერტებზე აღარ გამოდიოდა და არც სადღესასწაულო წვეულებებზე ჩნდებოდა. ამ სამწუხარო მოვლენიდან სოფია სცენაზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა და მისი პირველი გამოსვლა სწორედ გარდაცვლილ მეუღლეს, ანატოლის მიუძღვნა.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული სევდიანი ისტორიისა, უცნაურია, რომ როტარუს ქმრის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს.
სოფია როტარუს ქმრის სიკვდილში გარდაცვლილი მეუღლის ძმა ადანაშაულებდა. ვალერის თქმით: "სოფია მიხაილოვნამ ჩვენს ოჯახში მხოლოდ ნეგატივი შემოიტანა. პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად თვლიდა გარშემომყოფებს ადამიანებად".
პოპულარობამ, მოგზაურობამ განუწყვეტლივ და დაუსრულებელმა დღესასწაულებმა ანატოლის ჯანმრთელობას ბოლო მოუღო. 4 ინსულტის გადატანის მიუხედავად, ის მაინც დაჰყვებოდა სოფიას გასტროლებზე. იხილეთ სტატია სრულად