ეს პოსტი "მედია პალიტრის" ჟურნალისტ ანა კალანდაძეს ეკუთვნის და ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის, განსაკუთრებით, ამ დროს, როცა ზოგიერთმა ადამიანმა არაადეკვატური შეფასებები გააკეთა და საკმაოდ ნეგატიური კომენტარებით გამოეხმაურა შორენა ბეგაშვილის თავს დატეხილ ტრაგედიას.
"ეს 5 თუ 6 წლის წინ, თუმანიშვილის თეატრის შენობის ეზოში მოხდა: მორიგი ინტერვიუდან გამოვედი, როცა ვიღაც ქალბატონმა გამაჩერა, იქნებოდა ასე, 45-50 წლის. ნატანჯი, სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. სუსტად იყო, მაშინვე მიხვდებოდი, რომ ბოლოს წლების წინ ჭამა გემრიელი სადილი. მკითხა: მსახიობი ხართო? არა, ჟურნალისტი-მეთქი. გაუხარდა. რამდენიმე მსახიობის გვარი დამისახელა, იქნებ მათი ტელეფონის ნომრები ჩამაწერინოთ, გეცოდინებათ, მინდა შევხვდე და დახმარება ვთხოვოო. თან მოლოდინის რეჟიმში დასცქეროდა ჩემს ტელეფონს, რომელიც ხელში მეკავა.
ვუთხარი, რომ ამას ვერ ვიზამდი და არც მქონდა უფლება. ეწყინა. ნდობის მოსაპოვებლად და მეტი დამაჯერებლობისთვის თავისი ისტორია მიამბო. დაღლილი ვიყავი და გრძელი ამბიდან დღეს მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმ ეტაპზე, როცა შევხვდი, იყო მარტოხელა და უსახლკარო. მაპატიეთ, მაგრამ მაინც ვერ დაგეხმარებით-მეთქი.
კარგი, მაშინ შორენა ბეგაშვილის ნომერი ჩამაწერინე, მქონდა, მაგრამ დავკარგე. სრულად...