იყავით ფრთხილად, როცა ბანანს ყიდულობთ! იცით თუ არა, რას ნიშნავს მასზე დაკრული ეტიკეტები? - Marao

იყავით ფრთხილად, როცა ბანანს ყიდულობთ! იცით თუ არა, რას ნიშნავს მასზე დაკრული ეტიკეტები?

2016-04-04 13:20:51+04:00

დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგინიშნავთ ბანანზე დაკრული პატარა ეტიკეტი, მაგრამ დაფიქრებულხართ ოდესმე, რას ნიშნავს ის?

1. თუკი მასზე 4-ნიშნა კოდია, რომელიც 3-იანით ან 4-თ იწყება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი სოფლის მეურნეობის პრინციპით არის მოყვანილი, რაც სასუქისა და პესტიციდების გამოყენებას გულისხმობს.

2. თუ პროდუქტზე დაკრული ეტიკეტი 5-ნიშნა კოდით არის და ეს კოდი 9-იანით იწყება, ნიშნავს, რომ პროდუქტი ტრადიციული მეთოდით არის მოყვანილი, როგორც ამას ათასწლეულობით აკეთებდნენ. ახლა ამ მეთოდს "ორგანულს" უწოდებენ, მარტივად რომ ვთქვათ, პესტიციდებისა და სასუქის გარეშე.

3. თუ პროდუქტს 5-ნიშნა კოდი აქვს, რომელიც 8-იანით იწყება, ეს ნიშნავს, რომ ის გენეტიკურად მოდიფიცირებულია, ანუ როგორც ფართოდ გავრცელებულია, გმო-ა.

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მეტ ყურადღებას მიაქცევთ იმას, რას ყიდულობთ და რას მიირთმევთ!