სელის ლათინური სახელწოდება – Linum usitatissimum ითარგმნება, როგორც "ძალიან სასარგებლო თესლი". და ვინ იფიქრებდა, რომ ამ პაწაწინა მარცვლებს ასეთი ძალა ექნებოდა!
უნიკალური შემადგენლობის წყალობით, სელის თესლი კურნავს და ხელს უშლის უამრავი დაავადების წარმოქმნას: კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
სელის თესლი სასარგებლოა ყველასთვის, ვინც დიეტას იცავს, ის ხომ მდიდარია ადვილად შესათვისებელი ცხიმებითა და უჯრედისით, რომლის დამსახურებითაც სწრაფად ვნაყრდებით და ორჯერ იმატებს ნებისმიერი იმ პროდუქტის სარგებლობა, რომელსაც სელის მარცვლებთან ერთად მივირთმევთ. ხოლო ნახშირწყლები მასში ძალიან ცოტაა!
მაინც რით არის სასარგებლო სელი?
სელის ძირითადი სარგებლობა 3 უმთავრეს კომპონენტშია: უჯრედისში, პოლიგაჯერებულ ცხიმოვან მჟავებსა და ლიგნინებში. B და E ჯგუფის ვიტამინები, იოდი, კალციუმი, თუთია, რკინა, კაროტინი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, მარგანეცი, მოლიბდენი, კობალტი და ქრომი – ყველა ეს ნივთიერება ამძაფრებს სამკურნალო ეფექტს.
1. უჯრედისი
უჯრედისის ქსოვილები, ხსნადი და უხსნადი, აკონტროლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ბლოკავს ნაწლავების მიერ მისი შეთვისების პროცესს.
2. ცხიმოვანი მჟავები
სელის მარცვლები – ომეგა-3-ის ყველაზე მდიდარი წყაროა. ეს ნივთიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია მემბრანის უჯრედისებისთვის. ის აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რაც იწვევს ინფრაქტს და ინსულტს.
სწორედ უჯრედისისა და არაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავების შეხამება ხდის სელის თესლს ასეთ ეფექტურს ქოლესტერინის დონის დაწევისას.
3. ლიგნინები
ეს პოლიფენოლები ძლევამოსილ ანტიოქსიდანტებად გვევლინება. ფიტოესტროგენებთან კომპლექსში ის მკერდის კიბოს საუკეთესო პრევენცია ხდება.
უფრო მეტი სამკურნალო და პროფილაქტიკური ეფექტის მისაღებად სელის თესლი აჯობებს დაფქვათ ყავის საფქვავში ზუსტად გამოყენების წინ. საჭმლის მიღებამდე 30 წუთით ადრე აიღეთ მიღებული სელის ფქვილი, ჩაიყარეთ პირში მშრალი ჩაის კოვზით და დააყოლეთ ცოტაოდენი წყალი. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია სასურველ შედეგზე და შეგიძლიათ გააგრძელოთ რამდენიმე თვეც კი.
როგორც ყველა ძლიერმოქმედ საშუალებას, სელის თესლსაც აქვს უკუჩვენებები: დიარეა, კენჭები ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში, საშვილოსნოსა და საკვერცხეების დაავადებები, ორსულობა, დიაბეტი. ნებისმიერ შემთხვევაში, სელის თესლით მკურნალობის დაწყებამდე, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
სელის თესლისგან მიღებულ პირველ ეფექტს უკვე 2 კვირაში შენიშნავთ: მოგეხსნებათ კანთან დაკავშირებული პრობლემები, თმა გამოგიცოცხლდებათ და დაიწყებს ბზინვას, შეგიმცირდებათ ალერგიული რეაქციები.