დილის ლიმონიანი წყლით დაწყება კარგ ჩვევად ითვლება მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. უზმოზე მიღებული ეს მარტივი სასმელი მართლაც შესანიშნავად ატენიანებს და წმენდს ორგანიზმს, ამარაგებს საჭირო ნივთიერებებითა და ენერგიით.
ლიმონიანი წყალი უზმოზე
სასმლის მოსამზადებლად შეურიეთ 2 ს.კ. ახალგამოწურული ლიმონი ერთ ჭიქა თბილ წყალში. სურვილისამებრ, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. ჯანმრთელობის ელექსირი მზადაა!
ლიმონიანი წყლის სასარგებლო თვისებები
აჩქარებს საკვების მონელების პროცესს;
ეხმარება წონის დაკლებაში;
წმენდს კანს;
ასტიმულირებს იმუნურ სისტემას;
მატებს ენერგიას;
სუნთქვას ჯანსაღს ხდის;
არეგულირებს მჟავიანობას;
აქრობს ყელის ინფექციას;
არეგულირებს წნევას;
ასუფთავებს შარდსაწვეთ მილებს.
გაითვალისწინეთ, რომ ამ სასარგებლო სასმელსაც კი აქვს უკუჩვენება: შაქრის დიაბეტი, ალერგია ციტრუსზე. ხოლო იმისათვის, რომ ლიმონის მჟავამ კბილების ემალი არ დაგიზიანოთ, სასმელი დალიეთ კოქტეილის ჩხირით.