ქათმის კვერცხი ყველა დროში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად.
კვერცხი შეიცავს ვიტამინებს: A, D, E, B3, B12, ფოლიუმის მჟავას. ასევე, მინერალებს და მიკროელემენტებს: იოდს, თუთიას, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას და ფოსფორს. ქათმის კვერცხში არის ისეთი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა სელენი, ასევე, ვიტამინი A. კვერცხის მოხმარება ქალებში ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს, ასევე, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ნივთიერებები, რომლებიც შედის კვერცხში, იცავს თმებს, კვებავს კანს, ებრძვის ქერტლს, ნაოჭებს, ამაგრებს კბილებს და ძვლებს, მონაწილეობს ცხიმების და ქოლესტერინის გადამუშავებაში. ნოყიერია და დაბალკალორიული. თუმცა ამჯერად გვინდა კვერცხის ის ელემენტი განვიხილოთ, რომელსაც ყველა ეჭვის თვალით უყურებს.
კვერცხი ერთხელ მაინც თუ გაგიტეხავთ, შემჩნეული გექნებათ თეთრი ძაფისმაგვარი ცილოვანი წარმონაქმნი. როგორც წესი, მას დაუყოვნებლივ ვაშორებთ კვერცხს და ბევრი ფიქრობს კიდეც, რომ მისი ჭამა საჭირო არაა. რას წარმოადგენს ეს თეთრი სიმებივით ხაზები და რამდენად ვარგისია საჭმელად? ეს ძაფები ხალაზა გახლავთ, რომლის დანიშნულებაა, კვერცხის გული ცენტრში "დაიჭიროს".
სასურველია თუ არა მისი ჭამა?
განაგრძეთ კითხვა