სიმდიდრის დაგროვების ფორმულა მარტივად გამოიყურება - გამოიმუშავე მეტი, ხარჯე - ნაკლები. სათქმელად ადვილია, ფულის შენახვას კი ყველა ვერ ახერხებს. სწორედ მათთვის ეკონომიის ოქროს წესები ჩამოვაყალიბეთ.
1. ჩაიწერეთ ხარჯი
"მუდმივად ვიწერ ყველა ხარჯს. პერიოდულად ვაანალიზებ მას", - გვირჩევს ავსტრალიელი მულტიმილიონერი ჯერემი ჯეიკობსონი.
2. რესტორანს შინაურული კვება ამჯობინეთ
რესტორანი თქვენ არც დასანაყრებლად და არც გასამდიდრებლად არაა შექმნილი. თუ კვებას შინ დაიწყებთ, ჯანმრთელ საკვებსაც შეჭამთ და იაფადაც გამოხვალთ.
3. მაღაზიაში მშიერი ნუ წახვალთ
კვების ექსპერტ დენიელ ვეგესკის აზრით, მშიერი ადამიანი გაცილებით მეტ პროდუქტს ყიდულობს, ვიდრე რეალურად შეჭამს. ამასთანავე, მადისაღმძვრელად გამოიყურება ყველა მავნე საკვები. ამიტომ საყიდლებზე დანაყრებული წადით.
4. იყიდეთ მეტი, მაგრამ იშვიათად
რაც უფრო ნაკლებ დროს ატარებთ მაღაზიაში, მით ნაკლებ ფულს ხარჯავთ. თუ ფულის ეკონომიურად ხარჯვა და თან წონაში დაკლება გსურთ, იშვიათად იარეთ მაღაზიაში და პროდუქტები ერთ ჯერზე მოიმარაგეთ.
5. ფული მხოლოდ თქვენი ბანკის ბანკომატიდან მოხსენით
დაფიქრდით, საკომისიო გადასახადში რატომ უნდა ხარჯოთ ფული?
6. გადაეჩვიეთ ყავის ყოველდღე ყიდვას
"ავტომატური მილიონერის" ავტორი დავიდ ბახი მას "ლატეს ფაქტორს" უწოდებს. მისი აზრით, საშუალოამერიკელი დღეში საშუალოდ 4 დოლარს ხარჯავს, თვეში - 120-ს. დაითვალეთ, რამდენი გამოდის წელიწადში.
7. გადაიხადეთ ქეშად
როცა ბარათით იხდით, ყოველთვის უფრო მეტს ყიდულობთ. ამიტომ ჩამოწერეთ სია, რისი ყიდვაც გსურთ, დაიანგარიშეთ და ფული მოზომილად წაიღეთ.
8. ავტომატურად გადაიხადეთ გადასახადები
ინტერნეტით ან მობილურით, ავტომატურად გადაიხადეთ გადასახადები.
9. შეთანხმდით მეუღლესთან
მარტო ეკონომიას ვერ გააკეთებთ. მეუღლესთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ.
10. შეადგინეთ ბრენდების სია
რისთვის ყიდულობთ საქონელს, გამოყენების თუ ბრენდის გამო? არის ნივთები, რომლებიც ბრენდებზე უკეთესად ასრულებს თავის ფუნქციას და გაცილებით იაფი ღირს.
11. ნუ გადაუხდით ფულს საკაბელო ტელევიზიას
დაითვალეთ, დაახლოებით რამდენ ფულს იხდით კაბელურ ტელევიზიაში თვეში, წელიწადში? იქნებ უმჯობესია, საყვარელ გადაცემებს ინტერნეტით უყუროთ და ფული დაზოგოთ?
12. ნაკლები ხორცი იყიდეთ
კვირაში ორჯერ მოიწყვეთ განტვირთვის დღე და ნახავთ, რამდენი ფული შეგენახებათ.
13. არც ერთი თეთრი
თვეში ერთხელ მაინც გამოჰყავით ერთი დღე, რომლის განმავლობაში ერთ თეთრსაც არ დახარჯავთ.
14. იყიდეთ მხოლოდ სეზონური პროდუქტები
ზაფხულში ნუ შეიძენთ მაიონეზს, კეტჩუპს, კრეკერებს, ზამთარში კი მარწყვს, ნესვს და სხვა არასეზონურ პროდუქტს.
15. არც შეიძინოთ და არც ჭამოთ ფასტ-ფუდი
ეს მხოლოდ თქვენს საფულეს კი არა, კუჭსაც ვნებს. ამიტომ მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი, შინ მომზადებული საკვები.
16. გამორთეთ ელექტრონივთები დენის წყაროდან, როცა მათ არ იყენებთ
ეს დაგიცავთ, არ გადაიხადოთ ზედმეტი დენის გადასახადი. გარდა ამისა, დატენვის შემდეგ არასდროს დატოვოთ როზეტში შეერთებული მობილურის, ტაბის და ა.შ. დამტენი.
17. დახარჯეთ ფულის ეკონომიაზე
არალოგიკურად ჟღერს, მაგრამ გირჩევთ, შეიძინოთ ენერგოდამზოგავი ნათურები, "ჭკვიანი თერმოსტატი".
18. მიიღეთ სიამოვნება მარტივი მოვლენებისგან
"ცხოვრების მთავარი ღირებულება ახალი ავტომობილი და განახლებული სამზარეულო არაა" - ამბობს მილიონერი დეროუ კირკპატრიკი, რომელიც დღემდე ძველ ბინაში ცხოვრობს და ძველი ავტომობილით მოძრაობს.