ძვირფასო მშობლებო, დაარეგისტრირეთ ბავშვები 8 მაისის "თამაშობანას" ზეიმზე "wings for life - მსოფლიო რბენის" ფარგლებში.
დარეგისტრირებულებს კახეთში, სათამაშო ზონის შესასვლელში გადაეცემათ "თამაშობანას" მოქალაქეობის პასპორტები და საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახალისო თამაშში: ორდროშობანა, რეზინობანა, წრეში ბურთი. ასევე, გაიმართება საბავშვო გარბენი. გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და სხვადასხვა თამაში საჩუქრად!
ბავშვის "მიღება-ჩაბარება" მოხდება მშობლის ხელმოწერით და პირადობის მოწმობის წარდგენით. ბავშვების ასაკი არ არის შეზღუდული, მაგრამ 5 წლამდე ბავშვებს თან უნდა ახლდნენ მშობლები.
შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა