21-ე საუკუნის თანამედროვე ოჯახის სამზარეულოში ორი მთავარი პრობლემა დგას - დროის და ადგილის.
არადა, ძნელია გაუძლო ცდუნებას, როდესაც უამრავი ტექნიკა გამოდის, რომელსაც შეუძლია გაგიადვილოს ცხოვრება და სამზარეულოში ტრიალი.
ყოველი მათგანის შეძენის შემთხვევაში კი ახალი პრობლემა დგება - სად შევინახოთ ან სად დავდგათ. თუ ეს სიტუაცია თქვენთვისაც ნაცნობია, მაშინ გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი მოწყობილობა თქვენი სამზარეულოსთვის, რომელიც გარდა იმისა, რომ კომპაქტურია, ერთდროულად 8 მულტიპროგრამას ითავსებს.
გაიცანით, ეს "გოუ შეფი, მულტიქუქერია" - 8 ერთში.
ამ აპარატის გამოყენებისას, საჭიროა მხოლოდ სასურველი ფუნქციის მითითება - შეწვის, ცხობის, ფონდიუს, ჩაშუშვის, ნელი ცეცხლის, ორთქლის, ზედა ცეცხლის, ფრიტიურის თუ ხარშვის.
"გოუ შეფთან" ერთად თქვენ უგემრიელეს კერძებს მოამზადებთ რამდენიმე წუთში.
თუკი დაკავებული ბრძანდებით ან გსურთ, რომ თქვენს შვილს, რომელიც სკოლიდან შუადღისას ბრუნდება, ცხელი კერძი დაახვედროთ, "გოუ შეფის" დახმარებით ამის მოგვარებაც მარტივია.
შეგიძლიათ დილიდანვე მიუთითოთ, რომელ საათზე გსურთ, მზად რომ იყოს სადილი და "გოუ შეფი" ზუსტად იმ დროს დაასრულებს სადილის კეთებას ან შეათბობს უკვე გამზადებულ კერძს.
კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც ამ აპარატს გააჩნია ის გახლავთ, რომ 50 პროცენტით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ნებისმიერი მსგავსი ტიპის აპარატი.
"გოუ შეფი" დაფარულია სპეციალური საფარით, რომელიც არ შეიცავს ტეფლონს და არ იწვავს, რის გამოც დაცული ხართ, რომ მავნე ნივთიერება არ მოხვდება თქვენს საკვებში და შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოკვებოთ მთელი ოჯახი.
აღსანიშნავია, რომ "ულტიქუქერს" ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეუძლია. მაგალითად, თუ ორთქლზე ხარშვის ფუნქციას მიუთითებთ და გოგრის მოხარშვას შეუდგებით, ქვედა განყოფილებაში შეგიძლიათ, მაგალითად, ბრინჯი მოხარშოთ.
აპარატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მასში შეგიძლიათ ჩვილი ბავშვისთვის მოხარშოთ ფაფა, ჩიფსების მოყვარულ შვილს შინ გაკეთებული და უსაფრთხო ჩიფსი აჭამოთ, სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს კი ჩაქაფულით გაუმასპინძლდეთ.
წარმოგიდგენიათ, ამ ყველაფრის მოსამზადებლად რამდენი ჭურჭელი - ქვაბი და ტაფა დაგესვრებოდათ? "გოუ შეფის" პრივილეგია ისიცაა, რომ მისი გაწმენდა მხოლოდ ჩვრის დახმარებითაა შესაძლებელი.
ივენთმენეჯერი მარიანა ნინიკაშვილი:
მარიანა ახლახანს დაოჯახდა, მეგობრებმა ქორწილში "გოუ შეფის" მულტიფუნქციური ელექტროქვაბი აჩუქეს. მას შემდეგ აღარავის სჯერა, რომ დაოჯახებამდე არანაირი კულინარიული პრაქტიკა არ გამაჩნდაო-ამბობს ის. -სამზარეულოში ტრიალის გამოცდილება არ მაქვს. არაფრის მომზადება არ ვიცი.
ქორწილში მეგობერბმა " გოუ შეფი" მაჩუქეს და პირველად ამ ქვაბის დახმარებით ჩიფსები მოვამზადე. ძალიან ადვილად გავართვი თავი და ჩემი ნახელავი ყველას მოეწონა. ასე იმიტომ გამიდავილდა, რომ " გოუ შეფს" ფუნქციებში აქვს მითითებული , რამდენ წუთსა და გრადუსზე უნდა დააყენო კონკრეტული კერძი მოსამზადებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ქვაბი ძალიან იოლად ირეცხება, ჩვეულებრივი ქვაბივით. ადრე ოჯახში გვქონდა ამავე ტიპის ქვაბი, ოღონდ სხვა ბრენდის, სამზარეულოში ძალიან დიდ ადგილს იკავებდა, გარეცხვაც არასასიამოვნო პროცესი იყო.
ცხიმით ისვრებოდა სადენიან-ჩამრთველიანად, ამიტომ მის გამოყენებას ჩვენი ოჯახის დიასახლისები ყოველთვის თავს არიდებდნენ. ამას ვერ ვიტყვი " გოუ შეფის" შესახებ. ერთდროულად ვამზადებ რამდენიმე კერძს. მაგალითად ვწვავ ხორცს და ვხარშავ ბრინჯს. ამ ყველაფერს ვაკეთებ დროის მცირე მონაკვეთში და რაც მთავარია, ძალიან ხარისხიანად. ბრინჯს რომელსაც ხორცის პარალელურად იხარშება, სწორედ ხორცის არაჩეულებრივი არომატი დაჰკრავს. ერთი სიტყვით " გოუ შეფის" წყალობით ჩემი კულინარიული ექსპერიმენტები ყოველთვის წარმატებით მთავრდება.
"გოუ შეფი" თქვენს სამზარეულოში ძალიან მცირე ადგილს დაიკავებს, თუმცა მას შეუძლია მთელი ოჯახისთვის საკმარისი სადილი მოამზადოს მისი ხუთი ლიტრი მოცულობის ჯამის წყალობით. არ დაგავიწყდეთ, რომ "გოუ შეფს" შეუძლია შეწვას, მოხარშოს, მოთუშოს, ჩახრაკოს, ორთქლზე მოხარშოს, აქვს ფრიტიურიც. "გოუ შეფში" თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ საყინულიდან გამოღებული პროდუქტების მომზადებაც.
ფასდაკლების საიტი Hotsale-ი "გოუ შეფის" საოცარ ფასად შეძენის საშუალებას გაძლევთ. დარჩენილია მხოლოდ 7 დღე და იჩქარეთ, დიასახლისებისთვის ნამდვილად საჭირო ნივთია. შეიძინეთ მულტიფუნქციური ქვაბი ფასდაკლებით. გადადით ბმულზე