არაჩვეულებრივი იდეა დაბადების დღისთვის, სადღესასწაულო სუფრის ან მეგობრული თავყრილობისათვის
საჭირო მასალა:
ქაშაყის ფილე "პიკანტურად" - 200 გ
ავოკადო - 1ცალი
კრემ-ყველი - 50 გ
ფენოვანი ცომი - 250 გ
კვერცხი
ლიმონი
ქინძი
მარილი
პილპილი
***
ქაშაყის ფილე - 200 გ
ჭარხალი - 200 გ
შავი პური - 100 გ
ზეითუნის ზეთი - 2ს/კ
მდოგვი - 1ჩ/კ
კვერცხი
ლიმონი
კამა
მომზადება:
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით კუბებად, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით. სანამ გამოცხვება, მოამზადეთ ორი სახის სოუსი.
1. ავოკადოს ამოაცალეთ გული, დაუმატეთ კრემ-ყველი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ჩააწურეთ ლიმონი და ჩანგლით ჩაზილეთ.
2. მდოგვს დაუმატეთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და მარილი. კარგად აურიეთ.
ცალკე ჯამში გახეხეთ ჭარხალი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და მოასხით მდოგვის სოუსი.
ქაშაყისა და ქაშაყი "პიკანტურად" ფილე დაჭერით კუბებად. ლანგარზე დააწყვეთ შავი პურის ნაჭრები, წაუსვით ჭარხლის სოუსი, დააწყვეთ მოხარშული და თხლად დაჭრილი კვერცხი და ქაშაყის ფილე.
ფენოვან ნაჭრებს წაუსვით ავოკადოს სოუსი, დააწყვეთ მოხარშული კვერცხი და ქაშაყის ფილე.
გემრიელად მიირთვით. იხილეთ ვიდეო