შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე იაშვილის კლინიკიდან გაწერეს.
15 წლის მოზარდი სახლის ფანჯრიდან ერთი თვის წინ გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. მას დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი და ფეხები. ევას იაშვილის კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხებში მგრძნობელობაც დაუბრუნდა.
საავადმყოფოში გატარებული ერთი თვის შემდეგ ევა სახლშია და თავს უკეთ გრძნობს. შვილის სახლში დაბრუნებაზე დღეს შორენა ბეგაშვილმა "ფეისბუქზე" პოსტი დაწერა: "სახლშია ჩემი გოგო" - წერს ბედნიერი დედა. მეგობრები და გულშემატკივრები კომენტარებში ულოცავენ ევას საავადმყოფოდან გამოწერას და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ:"ამაზე დიდი ბედნიერება დედისთვის რა უნდა იყოს... უუუჰ, მიხარია!"; "ჯანმრთელობას ვუსურვებ მთელი გულით! ძალას და მხნეობას - ორივეს! მე ვიცი, რამდენად რთულია რეაბილიტაციის პროცესი! იბრძოლეთ, იშრომეთ და ყველაფერი კარგად იქნება!"; "უდიდესი ანგელოზის ძალა იცავს თქვენს გოგონას! ღმერთმა დაგატკბოთ ერთმანეთით უამრავი წელი". განაგრძეთ კითხვა