ალბათ, უცნაურად მოგეჩვენებათ ამ ორი კომპონენტის შეთავსება, მაგრამ ეს კოქტეილი მძლავრი იმუნოსტიმულატორი გახლავთ და მისი მეშვეობით ორგანიზმი ძლიერი და ჯანმრთელი გახდება.
ნივრის სასარგებლო თვისებები
ნიორი შეიცავს ალიცინს, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. ასევე, მას აქვს მიკრობებისა და სიმსივნისგან დაცვის თვისებებიც. ნიორი დაბალკალორიული პროდუქტია. ამასთან, მდიდარია მარგანეცით, B და C ვიტამინებით.
თაფლის სასარგებლო თვისებები
თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ენზიმებითა და მინერალებით, მათ შორის, რკინით, თუთიით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორითა და მაგნიუმით. ასევე - B ვიტამინით, ნიაცინითა და ტიამინით. ნატურალური ვიტამინები, რომელთაც უმი თაფლი შეიცავს, სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. იგი კვებავს ორგანიზმსა და ტვინს.
გთავაზობთ ამ სასწაულმოქმედი კოქტეილის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
• 3-4 თავი ნიორი
• 1 ჭიქა ნატურალური თაფლი
• პატარა თავსახურიანი ქილა
მომზადების წესი:
1. დააქუცმაცეთ ნიორი.
2. არ გაფცქვნათ, მხოლოდ ქერქის პირველი ფენა მოაცილეთ.
3. ჩაყარეთ ქილაში.
4. დაასხით თაფლი.
5. დააფარეთ ქილას თავსახური.
6. შეინახეთ მაცივარში რამდენიმე დღით.
იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად, მიიღეთ თითო კოვზი ყოველ დილას უზმოზე.
მალევე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, ორგანიზმი კი გაჯანსაღდება. წაუსვით პურზე ნივრიანი თაფლი ან მოასხით ფაფებსა და მიუსლებს!