ადამიანებს სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვთ ერთგულებასა და მეგობრობაზე. ამიტომ ვიღაცისთვის თუ კონკრეტული საქციელი ღალატის ტოლფასია, სხვა ამგვარ ქმედებას უბრალოდ და მარტივად გაპატიებთ ხოლმე.
ჩვენ გეტყვით იმას, თუ კონკრეტულად რა არ უნდა ჩაიდინოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სამუდამოდ გადასამტერებლად:
ვერძს არასოდეს უთხრათ, რომ ის რამეს ვერ შეძლებს, რომ ვინმე მასზე უკეთესია, რომ დამარცხდება.
კუროს არასოდეს უთხრათ, რომ თქვენი ფინანსები საერთოა, არასოდეს შეეხოთ მის საკუთრებას, არასოდეს დააგვიანოთ და გატეხოთ მიცემული სიტყვა მისთვის.
ტყუპს არასოდეს უთხრათ, რომ გაჩუმდეს, რომ მისი მონაყოლი უინტერესოა, რომ ვიღაცამ მასზე ადრე გაიგო ახალი ამბავი.
კირჩხიბს არასოდეს უთხრათ, რომ მისი ოჯახის წევრები ცუდები არიან, ნურასოდეს მიმართავთ უხეში ტონით, როცა საკუთარ გრძნობებზე გიყვებათ, არასოდეს უსმინოთ ე.წ. ცალი ყურით.
ლომს არასოდეს უთხრათ, რომ მეორეხარისხოვანია, რომ ვინმე მასზე მეტი პოპულარობის ღირსია, რომ იგი არცთუ ისე მნიშვნელოვანი ადმაიანია თქვენს ცხოვრებაში.
ქალწულს არასოდეს უთხრათ, რომ პრობლემებს თავს ვერ აბამს, არ მისცეთ ამაო დაპირებები, არასოდეს არიოთ მისი დალაგებული. განაგრძეთ კითხვა