ადამიანის ორგანიზმში დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ელასტიკურობას კარგავს და მათ კედლებზე ათეროსკლეროზული წარმონაქმნები ჩნდება.
ხშირი თავის ტკივილები, მაღალი წნევა, ინფარქტი და ინსულტიც კი ასეთი დაბინძურებული სისხლძარღვების შედეგია.
სისხლძარღვების გასაწმენდად უამრავი ხალხური რეცეპტი არსებობს, მაგრამ მეთოდი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ალბათ, ყველაზე ეფექტური და ძლიერმოქმედია.
სისხლძარღვების წმენდა ნივრითა და ლიმონით
ნივრის ერთ-ერთი ღირსება ის გახლავთ, რომ ის ათეროსკლეროზის პროფილაქტიკაა, შედეგად კი ინფარქტისა და ინსულტისგან გვიცავს. ნიორი არა მხოლოდ ქოქავს ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დაბლა დაწევის მექანიზმს, არამედ აფიქსირებს მიღებულ შედეგს დიდი ხნით.
ლიმონის შემადგენლობაში კი ისეთი მინერალები, ეთერზეთები, პექტინები, ორგანული მჟავები და ფლავონოიდებია, რომლებიც დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების მდგომარეობაზე.
ინგრედიენტები:
6 ლიმონი;
30 კბილი ნიორი;
1 ლ წყალი.
მომზადების წესი:
გარეცხეთ ლიმონი, გაფცქვენით ნიორი. გაატარეთ ორივე ინგრედიენტი.
გადაიტანეთ მასა ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე.
მიიყვანეთ მასა ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. გააცივეთ, გადაიტანეთ მოსახერხებელ ჭურჭელში და შედგით მაცივარში.
3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღეთ ამ ნაყენის 50 მლ. შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირა და კვლავ გაიმეორეთ 3-კვირიანი კურსი. პროფილაქტიკის მიზნით მკურნალობის კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ არის რეკომენდებული.