"ჰოთსეილისა" და "კეუნის" ერთობლივი სახალხო პროექტი Hot fashion women ქართველ გოგონებს სასიამოვნო სიურპრიზს სთავაზობს.
"ჰოთსეილის" ეს გამოწვევა მალე გახდა პოპულარული და მასში მონაწილეობა უკვე უამრავ გოგონას სურს.
პროექტში მონაწილეობა ძალიან მარტივადაა შესაძლებელი - ამისათვის უნდა გამოგზავნოთ თქვენი სელფი, ხოლო შემდეგ "ჰოთსეილისა" და "კეუნის" პროფესიონალთა ჯგუფი, ერთად იზრუნებს თქვენს გარდასახვაზე.
ამ პროექტის პირველი გმირი სალომე სანაძეა. ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ სალომე არაჩვეულებრივად გამოიყურება, მაინც დაინტერესდა ჩვენი პროექტით, გამოგზავნა სელფი და ამ მოდური პროექტის პირველი მონაწილეც გახდა.
ყველა გოგონას ოცნებაა, თავი განსხვავებულ ამპლუაში იგრძნოს. "კეუნმა" ეს შეძლო. ამ კომპანიის პროფესიონალმა თანამშრომლებმა სალომეს ერთი ულამაზესი და საინტერესო დღე აჩუქეს.
მიუხედავად იმისა, რომ სალომეს ძალიან ლამაზი ფერის თმა ჰქონდა, ის "კეუნის" პროფესიონალური ხაზის საღებავის წყალობით უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდა.
"კეუნის" სტილისტი: "ჩვენ ახლა ვცვლით მთლიანად "ლუქს", ვარცხილობას. სალომესთან გასაუბრების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ თმას ოდნავ შევუცვალოთ ფერი.
ასევე, ჩაუტარდა ფრჩხილის სპა-პროცედურა, რომელმაც დიდი სიამოვნება მიანიჭა სალომეს.
ძალიან ძნელი იყო ისედაც ლამაზი გოგოს გარდასახვა. ჯერი მაკიაჟზე რომ მიდგა, საოცარი შედეგი ვნახეთ. სალომე უკვე Hot fashion women იყო.
"კეუნის" ვიზაჟისტი: "გავაკეთეთ წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ტრენდული მაკიაჟი. ესაა: სუფთა, მოწესრიგებული კანი და გამოკვეთილი ნაკვთები. შევარჩიეთ ძალიან მსუბუქი, მაქსიმალურად ნატურალური ფერები.
რაც ყველაზე მთავარია, "ჰოთსეილის" ჩანაფიქრი - აჩუქოს გოგონებს ბედნიერი წუთები და თავი ჰოლივუდის ვარსკვლავებად აგრძნობინოს, განხორციელდა.
ჩაერთეთ ყველაზე მაგარ პროექტში Hot fashion women, დაელოდეთ ზარს და მიიღეთ საჩუქრად "ჰოთსეილისგან" და "კეუნისგან" ერთი ჰოლივუდური დღე.