როგორც ცნობილია, ჯანჯაფილი საკმაოდ ძლიერი და ეფექტური პროდუქტია. მას სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას იყენებენ.
ჯანჯაფილს აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს მეტაბოლიზმს, დაბლა წევს სისხლში შაქრის შემცველობას, ქოლესტერინს, გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან... თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მისი გამოყენება უკუჩვენებებს იწვევს!
ჯანჯაფილის უკუჩვენებები
ფეხმძიმე ქალები
მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა თავი არიდონ ჯანჯაფილის გამოყენებას ორსულობის პერიოდში. განსაკუთრებით, მშობიარობამდე რამდენიმე ხნით ადრე, რადგან ჯანჯაფილმა შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.
ადამიანები, ვისაც წონაში მომატება სურთ
ჯანჯაფილი, პირიქით, ხელს უწყობს წონაში კლებას და აქვეითებს მადას. ამიტომაც, თუკი წონაში მომატება გსურთ, დაივიწყეთ ამ პროდუქტის არსებობა!
ადამიანები, რომელთაც სისხლის შედედების პროცესი შენელებული აქვთ
თუ ჰემოფილია გაწუხებთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჯანჯაფილი...
ადამიანები, ვინც შაქრის დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებენ
ძალზედ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ჯანჯაფილის გამოყენება დიაბეტის სამკურნალო სხვა წამლებთან ერთად, აკრძალულია. გადაწყვიტეთ, ან მიიღოთ ჯანჯაფილი, ან მედიკამენტები.
დიეტოლოგების აზრით, წიწაკას იგივე თვისებები გააჩნია, რაც ჯანჯაფილს. ამიტომ, შეგიძლიათ მშვიდად გამოიყენოთ ეს პროდუქტი ალტერნატივად. თუ ცხარე კერძების მოყვარული ხართ, ასევე შეგიძლიათ წითელი, ცხარე წიწაკის გამოყენება.