რამდენიმე წლის წინ ბათუმის ყოფილი მერის ვაჟის, გიორგი აბაშიძის პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობდნენ. ზოგისთვის წარმოუდგენელიც იყო, რომ მან ულამაზეს ყოფილ მეუღლეზე, სალომე ბაჯელიძეზე მეორედ იქორწინა.
პირველად, როდესაც წყვილმა იქორწინა, გიორგი აბაშიძე 27 წლის, ხოლო სალომე მასზე ათი წლით უმცროსი, 17 წლის იყო. წყვილის პირველი ქორწინება 2003 წელს შედგა. სალომეს მამა მისი გათხოვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. წყვილს არც ჯვრისწერა ჰქონია, არც ქორწილი და არც თაფლობის თვე.
ამბობდნენ, სალომე მისმა მომავალმა სადედამთილომ ამოირჩიაო.
რძალ-დედამთილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ დედამთილის საფლავზე ხშირად დადიოდა.
მამამთილს, ასლან აბაშიძეს კი, მისივე თხოვნით, პაპათი მიმართავდა, რადგან შვილები და შვილიშვილები ასე მიმართავდნენ და რძლისგანაც იგივე მოითხოვა. განაგრძეთ კითხვა