ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მის შესახებ რატომღაც ბევრი არაფერი ვიცით. პატარა, თეთრი ცხიმგროვები ადამიანებს ნებისმიერ ასაკში უჩნდებათ. სამწუხაროდ, ისინი თავისით არ ქრება.
მილიუმები – საოფლე ჯირკვლების გადაჭარბებული მუშაობის შედეგია. ასევე, ისინი კანის მექანიკური დაზიანების შედეგადაც ჩნდება და მზის დამწვრობის შემდეგაც.
ეს ის კოსმეტიკური პრობლემაა, რომლის დამარცხებაც სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი! საუკეთესო იქნება, გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები კომპლექსურად და შედეგი ნამდვილად გაგახარებთ.
მილიუმების მოცილება სახლის პირობებში
1. ცივი წყლით დაბანა
ძალიან ცივი წყლით პირის დაბანის შედეგად ვიწროვდება სახეზე ფორები. შედეგად, ეს შესანიშნავი პროფილაქტიკაა მილიუმების და კანის სხვა პრობლემებისთვის.
2. ლიმონის წვენი და შაქარი
შეურიეთ 2 ს/კ შაქარს 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი. ეს სკრაბი შესანიშნავად ასუფთავებს კანს და ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოშორებას. ასევე, ეს მეთოდი მილიუმების გაჩენის საიმედო პროფილაქტიკაა.
3. ჩაის ხის ეთერზეთი
ჯამში ჩაასხით ცხელი წყალი და დაუმატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი. დაასველეთ ამ ხსნარში პირსახოცი, გაწურეთ და დაიდეთ რამდენიმე წუთით სახეზე, რათა კანი დაიორთქლოს.
ამის შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლითა და სახის ჩვეული დასაბანი საშუალებით. ესეც შესანიშნავი მეთოდია ფორების ღრმა წმენდისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
4. ბროწეულის ფხვნილი
აიღეთ ბროწეულის კანი და გამოაშრეთ ღუმელში, სანამ არ გაყავისფრდება. შემდეგ დაფქვით კანი ყავის საფქვავში. მოამზადეთ ბროწეულის კანის ფხვნილისგან ნიღაბი: შეურიეთ ფხვნილს ცოტაოდენი ლიმონის წვენი და წაისვით მიღებული ნიღაბი თხლად კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ!
უმნიშვნელოვანესია: მოერიდეთ მზეს, თუკი თქვენი კანი მიდრეკილია მილიუმების წარმოქმნისკენ!