ასტროლოგია ბევრს აინტერესებს და თავისი ნიშნის დახასიათება თითქმის ყველას აქვს წაკითხული, მაგრამ ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა აღმოსავლური და დასავლურ ნიშნების გაერთიანებაზე.
სტრუქტურული ჰოროსკოპი საშუალებას გაძლევთ, თქვენი დაბადების წელი და ნიშანი ერთმანეთს შეუთავსოთ და გაერთიანებული დახასიათება წაიკითხოთ.
I მეფე
ცხოვრობს პრინციპით - ან ყველაფერი, ან არაფერი. მუდამ ცდილობს, გაიუმჯობესოს ცხოვრების პირობები. ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული და ღირსეული გამოდის. კარგად გამოსდის გარშემო მყოფების ხელმძღვანელობა. არ აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი. მუდამ საკუთარ თავში დარწმუნებული, მშვიდი ადამიანია.
II მეომარი
მიზანმიმართული და შეუპოვარია. უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება. აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. მისი ცხოვრებისეული მიზანია, წამოაყენოს ადამიანები და სწორ გზაზე გაიყოლოს. სიმართლეს მუდამ პირში მოგახლით, სიყალბეში მის დადანაშაულებას ვერ შეძლებთ. მცირედით არასდროს კმაყოფილდება და მუდამ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. ადამიანებში აფასებს სამართლიანობასა და შინაგან სიძლიერეს.
III რაინდი
შუა საუკუნეებიდან გადმოსული გმირია. მისი პრიორიტეტია: სიკეთე, სიყვარული და პატიოსნება. მუდამ მზადაა სხვების დასახმარებლად. ყველაფერს წესისა და რიგის მიხედვით აკეთებს და არასდროს ელის მადლობას, შექებას. რაინდი სიხარულით დაგარიგებთ ჭკუას, დაიცავს სუსტებს და უპატრონებს ყველას, ვინც მზრუნველობას საჭიროებს.
IV არისტოკრატი
სიამოვნებით ალამაზებს სამყაროს. აღმერთებს ხელოვნებას, ესთეტიკას; უყვარს შემოქმედება. მისი მთავარი მოწოდებაა ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, რათა წარმოაჩინოს თავისი ნიჭი. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მუდამ დახვეწილი და ორიგინალურია. გაურბის კონფლიქტსა და უსიამოვნებას, რომელიც ცხოვრებას უმწარებს.
V პროფესორი
რაციონალურად და სწორად მოაზროვნეა. მუდამ წესებითა და პრინციპებით ცოცხლობს. შესანიშნავი ორატორია, შეუძლია ადამიანების დარწმუნება და გადარწმუნება. ადვილად პოულობს საერთო ენას გარშემო მყოფებთან. ემოციები მისთვის პირველ ადგილზეა, თუმცა იცის, რომ ემოციებს აყოლილი სტაბილურობას დაკარგავს.
VI მასხარა
უყვარს ხალხის გამასხარავება და გამხიარულება, თუმცა შტერი არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. არაორდინარული და ინტელექტუალია. კარგად ერკვევა ადამიანის ფსიქოლოგიაში და იცის, ვის მიმართოს დახმარებისთვის, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს. ხუმრობის წყალობით საჭირო ადამიანს ადვილად უმეგობრდება. ცხოვრებაში ყველაზე მეტად თავისუფლებას, კრეატიულობასა და დამოუკიდებლობას აფასებს. აგრეთვე, აქვს საუკეთესო თვისება - დასცინოს საკუთარ თავს.
VII ვექტორი
არაორდინარული და ავანტიურული ადამიანია. მუდამ იბრძვის საკუთარი ადგილისთვის ცხოვრებაში. აინტერესებს ყველაფერი არასტანდარტული და ამოუცნობი. მისი მთავარი მისიაა, არ მისცეს მსოფლიოს მოწყენის საშუალება. მიმზიდველი, სექსუალური და შარმიანია, იზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. მასზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვნების ნამდვილი ვულკანია.