ყინულიანი წყალი გვაგრილებს, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სასარგებლოა. თბილი წყალი ხსნის ფორებს, ამის წყალობით კანი რბილდება. ცივ წყალს უკუეფექტი აქვს. ახშობს ფორებს, რის გამოც კანი გვეჭიმება. ასევე ცუდად მოქმედებს ცივი წყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
როგორ ზემოქმედებს ცივი წყალი ჩვენს ორგანიზმს?
1. ყინულიანი წყალი აცივებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ვიწროვდება კაპილარები და კუჭი ვერ ახერხებს ნორმალურ მუშაობას.
2. ორგანიზმი ხარჯავს უამრავ ენერგიას, რათა ყინულიანი წყალი ორგანიზმის ტემპერატურაზე დაიყვანოს.
3. თუ ყინულიან წყალს საკვებს აყოლებთ, ორგანიზმი გამოყოფს ლორწოს, იმუნიტეტი ვეღარ შეასრულებს თავის ფუნქციას და შედეგად ინფექციებს აიკიდებთ.
4. თუ ჭამის დროს ყინულიან წყალს სვამთ, შეიძლება ზედმეტი წონა აკრიფოთ. რატომ? ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს საკვების დროს მიღებულ ცხიმს და იგი ორგანოებსა და ქსოვილებში დაილექება.
5. თუ გგონიათ, რომ ცივი წყალი კალორიების დაწვაში გეხმარებათ, ტყუვდებით.
თბილი წყალი სასარგებლოა ორგანიზმისთვის
მაქსიმალურად გატენიანებთ.
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
აუმჯობესებს დეფეკაციას (განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე დალეული 1 ჭიქა თბილი, ლიმონიანი წყალი);
ასუფთავებს სისხლს, ლიმფურ სისტემას, კანსა და თირკმლებს.