ცხოვრება რთული რამაა, მით უმეტეს, ქალისთვის.
ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბევრი სუსტი სქესის წარმომადგენელი ვერ ახერხებს, რომ ერთმანეთს წარმატებულად შეუთავსოს პროფესიული სფერო და ოჯახური მოვალეობები. თუმცა არიან ერთეულები, ვისაც ეს ნამდვილად ხელეწიფება. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ენერგოპოტენციალსა და მონდომებაზე, რასაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს..
ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოს მართავს, ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ანიჭებს მებრძოლის ხასიათს, მამაკაცურ აქტიურობას და მოუსვენრობას. ვერძი ქალის ენერგია მხოლოდ ოჯახისთვის ძალზე ბევრია, ამიტომაც არის ხოლმე, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები წარმატებით ახერხებენ როგორც შვილების გაჩენა/მოვლას (ხშირად მრავალშვილიანებიც გვხვდებიან მათ შორის), ასევე, პროფესიულ სფეროში თავის გამოჩენას და დიდი სიმაღლეების დაპყრობას. მეტიც, ვერძისთვის აუცილებელია პროფესიული განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აუტანლად ანჩხლი და კაპასი გახდება, თუკი მისი ენერგია მხოლოდ ოჯახს მიღმა იქნება კონცენტრირებული.
ქალწული - ბუნებით მშრომელი, დისციპლინის და რეჟიმის მოყვარული, საოცრად მოწესრიგებული ადამიანია. ამიტომ ქალწულისთვის უქმად ყოფნა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი სასჯელი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ქალწულების დიდი ნაწილი მთელ თავის პოტენციალს დებს ხოლმე პროფესიულ განვითარებაში, რაც ზოგჯერ იწვევს იმას, რომ იგი საერთოდაც არ ოჯახდება ან ოჯახდება ძალიან გვიან. თუმცა ოჯახის ტვირთი სულაც არ შეუშლის ხელს ქალწულს, ძველებური მუყაითობით გააგრძელოს სამსახურებრივი საქმიანობა. უფრო მეტიც, იგი ერთიორად მობილიზებული და მონდომებული იქნება, როცა იცის, რომ საქმე მისი მომავალი ოჯახის და შვილების კეთილდღეობას ეხება. განაგრძეთ კითხვა