კიტრის მარილწყალი - ერთ-ერთი დაუფასებელი პროდუქტია. ნაბახუსევზე მისი გამოყენება კარგად არის ცნობილი, თუმცა მარილწყლის შესაძლებლობები ამით არ შემოიფარგლება.
გულძმარვის წამალი
გემრიელი სადილი გულგრილს არავის ტოვებს, თუმცა, ხანდახან მის მერე გულძმარვა გვაწუხებს. 2 ჩ.კ. მარილწყალი უშველის ამ პრობლემას და შვებას მოგგვრით.{{ArticleSplitCont}}
მზით დამწვრობისას
ეს საშუალება ამსუბუქებს მზის დამწვრობისგან მიყენებულ ტკივილს. მარილწყალი ალოე ვერასა და არაჟანზე არანაკლებ ეფექტური საშუალებაა.{{ArticleSplitCont}}
კუნთებისთვის
კუნთების ტკივილისას საკმარისია რამდენიმე სუფრის კოვზი მარილწყლის მიღება. კალიუმი და ნატრიუმი, რომლებსაც მარილწყალი უხვად შეიცავს, ზემოქმედებს ელასტიკურობაზე და აღადგენს კუნთებს.{{ArticleSplitCont}}
სასწრაფო დახმარება ყელის ტკივილის დროს
ყელის სიწითლის დროს მარილწყლის გამოვლება სპობს მიკრობებს და არეგულირებს Ph ბალანსს.{{ArticleSplitCont}}
სპილენძის ჭურჭლის გაწმენდა
სპილენძის ჭურჭლის უწინდებური ბრწყინვალების დასაბრუნებლად, ჩაალბეთ მარილწყალში, გააჩერეთ 5-10 წუთით, შემდეგ კარგად გახეხეთ.{{ArticleSplitCont}}
მცენარეების ნატურალური სასუქი
აღმოჩნდა, რომ მარილწყალი სასუქადაც გამოდგება. განსაკუთრებით მოუხდება იგი მცენარეებს, რომელთაც მჟავე ნიადაგი უყვართ.{{ArticleSplitCont}}
გამოიყენეთ, როგორც სანელებელი
თუ მაცივარში ბოსტნეული აღმოგაჩნდათ, რომელიც მალე გაფუჭდება, მაგალითად, გაფცქვნილი ხახვი, გამხმარი სტაფილო ან ბროკოლი, დაამწნილეთ მარილწყალში და 1 დღეში მათი გემო გაგაოცებთ.