ყოველთვის მეშინოდა ნემსების და ვერ წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებლად შევძლებდი მის გაკეთებას! მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ერთხელ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი: სასწრაფოდ უნდა გამეკეთებინა ჰორმონალური პრეპარატის ნემსი ალერგიის მოსახსნელად.
ახლომახლო არავინ იყო და დამოუკიდებლად მომიწია მოქმედებამ. ხელთ სმარტფონი მქონდა: წავიკითხე ეს ინსტრუქცია და გადავწყვიტე, თავად გამეკეთებინა ნემსი. ძალიან მეშინოდა და განვიცდიდი, მაგრამ ზუსტი მითითებები დამეხმარა ამ ამოცანისთვის თავის გამერთვა.
როგორ გავიკეთოთ ნემსი დამუკიდებლად
კარგად დაიბანეთ ხელები საპნით, შეანჯღრიეთ ამპულა და მოატეხეთ თავი. შეიყვანეთ წამალი შპრიცში.
ნემსის გასაკეთებელი ადგილის განსაზღვრისთვის, თითით პლუსის ნიშანი გამოსახეთ დუნდულაზე, რაც მას 4 ნაწილად გაყოფს. ნემსი ზედა კვადრატში კეთდება.
აიღეთ შპრიცი მარჯვენა ხელში, მოხსენით ნემსიდან თავსახური. მარცხენა ხელით მოუჭირეთ ოდნავ კანს, სწრაფად შეიყვანეთ ნემსი, რომელიც პერპენდიკულარულად უნდა გეჭიროთ.
ახლა მოეშვით და ნელ-ნელა შეიყვანეთ წამალი. შპრიცი კალამივით უნდა დაიჭიროთ.
წამლის შეყვანის შემდეგ დაზილეთ ადგილი სპირტიანი ბამბით.