გერმანიაში ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პლასტიკისგან დამზადებული ფეხსაცმელი საშიში რაოდენობის კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სიმსივნური დაავადების განვითარების რისკს ამაღლებს.
ამ კვლევისთვის ცნობილი კომპანიის მიერ წარმოებული 10 პლასტიკური ფეხსაცმელი გამოსცადეს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 10-და 6 ფეხსაცმელი პოლიციკლურ არომატიზირებულ ნახშირწყლებს შეიცავს. ეს ნივთიერება მაღალკანცეროგენულია, რომლის შეწოვა უჯრედებში მუტაციას იწვევს.
შავი საბო ყველაზე დიდი ოდენობით შეიცავს ამ ნივთიერებას, რომელიც კანში აღწევს და თუკი ამ ფეხსაცმელს ვერ ელევით, არ დაგავიწყდეთ წინდების ჩაცმა.
კვლევებმა უჩვენა, რომ ორიგინალური Crocs არ შეიცავს ამ ნივთიერებას, მაგრამ მასში 4 ალერგიული ხსნარი აღმოაჩინეს.