ყველაზე პოპულარული ექსკლუზიური ფასდაკლებების საიტი "ჰოთსეილი" უკვე ბათუმშია.
ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებლების მოთხოვნა, რომ გაყიდვების საიტი ბათუმშიც შემოსულიყო, კომპანიამ დააკმაყოფილა. ცხელი ზაფხულის ამ გამოწვევას "ჰოთსეილმა" გონიოში, სასტუმრო "მგზავრების" ღია აუზზე პრეზენტაციის მოწყობით უპასუხა. ელექტრონული კომერციის ლიდერმა კომპანიამ თავის ერთგულ პოტენციურ მყიდველებსა და კომპანიებს საიტის ეფექტურობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
პროდუქტის სწრაფად და ეფექტურად გაყიდვის მსურველი კომპანიები და ონლაინშოპინგით დაინტერესებული ადამიანები საერთო ენას სწორედ "ჰოთსეილის" მეშვეობით პოულობენ. ამ ორი ჯგუფის საუკეთესო რგოლი "ჰოთსეილი" კომპანიებს რეკლამის უფასოდ განთავსებას სთავაზობს.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში "ჰოთსეილს" 442 ათასზე მეტი მომწონებელი ჰყავს. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნაზე. ბათუმის ივენთის დასასრულ, "ჰოთსეილმა" ლატარიაც გაათამაშა და იღბლიანი სტუმრები მარკეტინგისა და რეკლამის შესახებ წიგნებით დააჯილდოვა. პრეზენტაციის ბოლოს ტორტი გაიჭრა.
წარმატებები "ჰოთსეილის" ბათუმის ფილიალს.