როდესაც აკადემიკოს მიკულინს, ცნობილ ავიაკონსტრუქტორს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, გადაწყვიტა, შეემუშავებინა მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც სრულფასოვანი, ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება იქნებოდა შესაძლებელი.
დღეგრძელობის საიდუმლო
აკადემიკოსმა მიკულინმა შექმნა სავარჯიშოების კომპლექსი, რომელიც უმარტივესი ვარჯიშებისგან შედგება, ერთგვარი შერყევების - ქუსლით იატაკზე დარტყმებისგან. ეს მეთოდი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და არეგულირებს წნევას. ასევე უმჯობესდება ტვინის მუშაობა: თავის ტკივილი და სიმძიმე უკვალოდ ქრება.
დადექით სწორად. ქუსლები შეატყუპეთ, კბილები დაკრიჭეთ. აწიეთ ქუსლები იატაკიდან 3-5 სანტიმეტრით მაღლა, შემდეგ მთელი ძალით დაეშვით. შერყევის შედეგად ძარღვის სარქველი იღებს დამატებით იმპულსს სისხლის მაღლა ასაშვებად.
შეასრულეთ ეს მოქმედება 30-ჯერ, დღეში 5-ჯერ და დაივიწყეთ ავადმყოფობებზე!
ეს ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც იძულებულია სამსახურში ხანგრძლივად იდგეს ან იჯდეს.
ორგანიზმის შერყევა - თრომბოფოლიტის, ინფარქტისა და ინსულტის ეფექტური პროფილაქტიკაა.