ზაფხულობით ერიდეთ მძიმე და მკვეთრ მაკიაჟს. სჯობს, კანი თავისუფლად სუნთქავდეს და ბუნებრივად გამოიყურებოდეს. საამისოდ საჭიროა ხარისხიანი დეკორატიული კოსმეტიკის შეძენა.
საზაფხულო მაკიაჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მდგრადი ფუძე, რომელიც დეკორატიულ კოსმეტიკას საშუალებას არ მისცემს, სიცხისაგან ჩამოიღვენთოს. ზაფხულობით წაისვით ზედმიწევნით გამჭვირვალე ტონალური. სცადეთ "მესაუდას" პროდუქცია. ის საკმაოდ მსუბუქი ტექსტურისაა და საუცხოოდ ჯდება კანზე.
იტალიური დეკორატიული კოსმეტიკა "მესაუდამილანო" ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა. "მესაუდას" ხაზი აერთიანებს როგორც პროფესიონალურ, ასევე არაპროფესიონალურ კოსმეტიკას. მას აქვს საკმაოდ ვრცელი ხაზი, რომელშიც შედის სახის საცხები, ტონალურები, ფერ-უმარილი, რუჟი, თვალის ჩრდილები, თვალის და ტუჩის ფანქრები, ლაინერები, ტუჩის საცხები, ტუშები, ფრჩხილის ლაქები.
საზაფხულოდ შეარჩიეთ წყალგამძლე ფანქრები და ტუში. "მესაუდას" პროდუქცია მდგრადი ფორმულით გამოირჩევა და თუ მას გამოიყენებთ, არც "პანდას თვალებით" შეაშინებთ ვინმეს. მაკიაჟის მოსაცილებლად სპეციალური ცხიმოვანი საცხი გამოიყენეთ.
ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრჩხილის ლაქის გამოყენებაც, ის ფრჩხილს სოკოვანი დაავადებებისგან იცავს. კვლავ ძლიერი იმიჯის მქონე ცნობად ბრენდს, "მესაუდას" გირჩევთ. ეს კომპანია ფრჩხილის ლაქს საფრანგეთში აწარმოებს, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველ ლაქის მწარმოებელ ქვეყნად მიიჩნევა.
ივლისის უქმე დღეებში, 2-3 ივლისს, 9-10 ივლისს და 16-17 ივლისს, სააფთიაქო ქსელი ,,ავერსი" მომხმარებლებს სწორედ კოსმეტიკის მიმართულებით გაუკეთებს საჩუქარს - პროფესიონალი ვიზაჟისტები იტალიური ბრენდის, ,,მესაუდას" კოსმეტიკით უფასო მაკიაჟს გაუკეთებენ ნებისმიერ მსურველს. ასევე, დაასაჩუქრებენ 15%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით ამავე პროდუქციაზე.
აქცია მოქმედებს შემდეგ ფილიალებში:
● დ.აღმაშენებლის გამზ. №148ა - 12:00-დან 18:00-მდე
● არაყიშვილის #8 - 14:00-დან 20:00-მდე
● დადიანი #34 - 14:00-დან 20:00-მდე
● ვარკეთილი-3, III ა მიკრორაიონი, 345 კორპუსი - 14:00-დან 20:00-მდე
● პეკინის გამზ. №27 (ბულაჩაურის ქუჩასთან) - 14:00-დან 20:00-მდე
● "გლდანი-მოლი" - 14:00-დან 20:00-მდე
● ცინცაძის. №1 - 14:00-დან 20:00-მდე
http://www.aversi.ge/kosmetika/list/102/MESAUDA
R