ანი გიუნტერი: როცა იცი ვებგვერდი, სადაც თავს რეალური დანაზოგით მოუვლი, უკვე ძალიან კომფორტულია. მადლობა "ჰოთსეილს" განსაკუთრებული ფასდაკლებებისთვის.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრ La Belle Medical-ის სტუმარი ანი გიუნტერია. ანი თავს ყოველთვის განსაკუთრებულად უვლის. თავის სილამაზეს ყველას არ ანდობს, მაგრამ ახლა თავისი გარეგნობა თამამად მიანდო La Belle Medical-ის პროფესიონალებს.
კვალიფიციურმა კოსმეტოლოგმა პლაზმოლიფტინგის პროცედურა შეურჩია და ანისთვის ცნობილია, რომ პლაზმოლიფტინგის შედეგი გლუვი, ერთფეროვანი და დატენიანებული კანია. ვინაიდან ყოველდღე ეთერშია, მისთვის სახის კანის მდგომარეობა მნიშვნელოვანია.
ანი გიუნტერი: მე უკვე ვგრძნობ შედეგს. ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე დღეში ტელეეკრანებიდან უფრო მომხიბვლელი მოგესალმებით.
პლაზმოლიფტინგი არის კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური, მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, რომელსაც ხანგრძლივმოქმედი შედეგი აქვს.
პლაზმოლიფტინგის პროცედურის დროს სისხლის დამუშავება განხორციელდა ახმეროვის ბიოტექნოლოგიურ სინჯარებში ცენტრი ფუგირების სპეციალური მეთოდით.
მიღებული პლაზმის ქსოვილებში შეყვანა გაააქტიურებს კოლაგენის და ელასტინის გამოყოფას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანის ელასტიკურობასა და სახის ლამაზი ოვალის შენარჩუნებას.
პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახესა და დეკოლტეზე, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში (თმის სტრუქტურის გაუმჯობესების და ცვენის შემცირების მიზნით), ხელის მტევნებზე, თეძოზე, მხრებსა და სხეულის სხვა მოშვებულ ნაწილებზე, უსიამოვნო ფერის, დაღლილი და მოდუნებული კანის შემთხვევაში.