სქელი და ლამაზი თმა მუდამ მიიჩნეოდა ქალის სიამაყედ. დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ თმის აღდგენის საიდუმლოს.
თმა რომ უფრო სქელი გახდეს, საჭიროა ამ საშუალების რეგულარულად მოხმარება. ეფექტი პირველივე გამოყენების შემდეგ გახდება შესამჩნევი!
როგორ გავასქელოთ თმა
ინგრედიენტები:
• 2 ს.კ. აბუსალათინის ზეთი
• 1 კვერცხის გული
• 1 ს.კ. თაფლი
გამოყენების წესი:
* მოურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვარი მასის მიღებამდე
* წაისვით მიღებული საშუალება თავის კანზე. შემდეგ დაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი.
* 3 საათში დაიბანეთ თავი ჩვეულებრივი შამპუნით. ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს თმის რაოდენობა გაორმაგდა!
რეკომენდებულია ამ ნიღბის კვირაში 1-2-ჯერ გამოყენება 2 თვის განმავლობაში.
იხილეთ ვიდეო