ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის განაჩენზე - ''უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია'' - Marao

ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის განაჩენზე - ''უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია''

2016-07-06 18:04:17+04:00

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

''ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა:

1. თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა.

2. უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად ("აბა, შვილს რომ დედა მოკლავს" სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია).

გულგანგმირული ქალი/დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. მგონი''.

ნიკა გვარამიას აზრს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. განაგრძეთ კითხვა