საქართველოში კომპანია "ლიბრესის" ონლაინ-მარათონი "იცხოვრე თამამად" აქტიურ ფაზაშია. გამარჯვებული აგვისტოში ჯადოსნურ ინდოეთში გაემგზავრება.
მარათონი "იცხოვრე თამამად" ეძღვნება გოგონებს, რომლებსაც ლაღად, თამამად, აქტიურად სურთ ცხოვრება.
21 დღის განმავლობაში გოგონები მიიღებენ დავალებებს. შესრულების შემდეგ ემოციები სოციალურ ქსელებში პირად გვერდებზე უნდა გაავრცელონ. დავალება გოგონებს ელ-ფოსტით მიუვათ. დავალება ბევრი არაა, სულ - 7. ბევრი არაა, გაიფიქრებთ, მაგრამ სცადეთ და ჩაერთეთ თქვენც, ნახავთ, როგორ გაგიტაცებთ. ზოგჯერ მათ შესასრულებლად არა სამ დღეს, არამედ უფრო მეტს ისურვებდით. დავალების შესრულების შემდეგ კი გაიფიქრებთ, ყოჩაღ მე, რამდენი შემძლებიაო!
მაგალითად, თქვენ საქართველოს ყველაზე აქტიურ გოგონებთან ერთად სურვილების დაფისთვის ფოტოები გამოჭერით. თქვენ ერთად ოცნებობდით და იცით, რომ თქვენი სურვილები სწრაფად ასრულდება.
შემდეგ გამოვაცხვეთ ტორტები, ხაჭაპურები, ნამცხვრები იმ ინგრედიენტებისგან, რომლებიც მარათონის ორგანიზატორებმა შემოგვთავაზეს. თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ არც ერთი რეცეპტი არ გამეორებულა!
მოვამზადეთ გემრიელობები, ახლა კი დროა, საკუთარ თავზე ვიზრუნოთ. სახტუნაოთი ხტუნვა, გორგოლაჭებითა და სნოუბორდით სრიალი, იოგა და სიმაღლიდან ხტომა.
ახლა მეოთხე დავალების დროა. ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო და თითოეულისთვის ის განსხვავებულია. თქვენი დავალებაა, გაგვაცნოთ თქვენი საყვარელი ადგილი.
მოაწყოთ ონლაინ-ექსკურსია და გამოაქვეყნოთ ფოტოები ჰეშტეგით #ge_libressemarathon Instagram -ისა და Facebook-ის გვერდებზე; მონაწილეების ყველა პოსტი, რომლებსაც Instagram-ზე ატვირთავენ, აგრეთვე გამოქვეყნდება ge.libressemarathon.com.
გინდათ იცოდეთ, რა დავალების შესრულება მოგვიწევს ხვალ? გინდათ იცოდეთ, რას ვაკეთებთ ყველანი ერთად და ყველას თანდასწრებით? ვაღიარებთ, მოტივაცის გარდა - გახდე თამამი და თავისუფალი - გვიზიდავს საჩუქრები და პრიზები.
მარათონის ყველაზე აქტიური მონაწილე აგვისტოში საოცნებო ქვეყანაში - ინდოეთში გაემგზავრება. მზის ამოსვლას ცაში საჰაერო ბუშტიდან შეხვდება, გაისეირნებს უძველეს ქალაქში, დატკბება მზის ჩასვლით, სპილოზე გასეირნებით. ეწვევა ბოლივუდს და ვინ იცის, შეიძლება ერთ-ერთ ბლოქბასტერში მთავარი როლიც შეასრულოს. დიახ, ინდოეთში მხოლოდ ერთი მონაწილე გაემგზავრება, მაგრამ Libresse-ის ბრენდისგან საჩუქრებს ყველა მონაწილე მიიღებს. ყველაზე კრეატიულები კი სილამაზის სალონის და კოსმეტიკის მაღაზიების სერტიფიკატებით დასაჩუქრდებიან.
ალბათ, იკითხავთ, რატომ გრძელდება მარათონი მხოლოდ 21 დღე? იმიტომ, რომ ყველაზე ნიშვნელოვანი ცვლილებები 21 დღეში ხდება. თუ რაიმე სასარგებლო ჩვეულება გსურთ შეიძინოთ, მოემზადეთ და 3 კვირა დაელოდეთ. შეასრულეთ განსაზღვრული მოქმედებები და ზუსტად 21 დღეს ჩვევა თქვენი მუდმივი თანამდევი გახდება.
გარდა ამისა, 21 დღე - ქალის ციკლის პერიოდია. სწორედ ის დრო, როცა განვიცდით შფოთს, გვეშინია და უკმაყოფილოები ვართ საკუთარი თავით. სწორედ ეს დღეებია. გვგონია, რომ სამყარო დაგვიპირისპირდა. გვგონია, რომ ყველა ჩვენ გვითვალთვალებს და ვიღაცის თვალში არასათანადოდ გამოვიყურებით. როგორც წესი, ჩვენი შიშები საფენებთანაა დაკავშირებული.
Libresse-მა იცის ამის შესახებ და გვთავაზობს სპეციალურ საფენებს - Libresse Invisible Roll Press Go ჩვენი შფოთის დასამარცხებლად. როგორც იქნა, შეგვიძლია ისე გავთავისუფლდეთ საფენისგან, რომ ამას ვერავინ მიხვდება. თითოეული საფენის პერიმეტრზე მოთავსებულია წებოვანი ზოლი. ის დაგეხმარებათ, აკურატულად დაახვიოთ საფენი და გადააგდოთ იგი. მას ვერავინ შეამჩნევს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ გოგონებმა წაიკითხეს, ასეა არაა? ჩვენზე ჯაშუშობა საჭირო არაა. ახლა ხვდებით, რომ შეგიძლიათ თავი თამამად და თავისუფლად იგრძნოთ?
აი, ასე, ჩანთაში ჩავიდეთ Libresse Invisible-ი და თბილისში ჩვენი საყვარელი ადგილებისთვის ფოტოს გადასაღებად გავიქეცით. დავალების შესრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, მოსასწრები კი ბევრია. თანაც, ჯადოსნურ ინდოეთში გველის მოგზაურობა!