ის დრო არაა, როცა 20 წლის გოგონა უკვე გაუთხოვრად ითვლებოდა. ვარსკვლავები არ ჩქარობენ დაქორწინებას და აი, რამდენიმე გვიან შექმნილი ოჯახის ისტორია.
ჯერი ჰოლიუელი
Spice Girls-ის ჟღალთმიანმა წევრმა არაერთი ათეული მამაკაცი გადარია, მაგრამ ოჯახის შექმნა 40 წლის ასაკში გადაწყვიტა. მისი მეუღლე ფორმულა-1-ის გუნდის ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი გახდა. წყვილმა გაცნობიდან 15 თვეში იქორწინა. ამ დროისთვის ჯერი უკვე 41 წლის იყო.{{ArticleSplitCont}}
ამალ ალამუდინი
ვერავინ იფიქრებდა, რომ ამალი ჰოლივუდის ბერბიჭის, ჯორჯ კლუნის ცოლი გახდებოდა. მსახიობთან გაცნობის დროს 30-ს გადაცილებული იყო. 36 წლისამ კი ვარსკვლავ მამაკაცზე იქორწინა და მეუღლის გვარიც აიღო.{{ArticleSplitCont}}
პენელოპა კრუსი
ამბობენ, რომ ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის ოჯახის დანგრევის მიზეზი ვნებიანი ესპანელი გახდა. თუმცა, ქმრად თავისნაირი ესპანელი ჰავიერ ბარდემი აირჩია. პენელოპა 17 წლის იყო, როცა პირველად გაიცნო ჰავიერი, 36 წლისა კი ცოლადაც გაჰყვა.{{ArticleSplitCont}}
რეიჩელ ვაისი
აგენტ 007-ის ცოლობა ყველას ხვედრი არაა, მაგრამ ეკრანზე განსახიერებული ოჯახი დენიელ კრეიგს ისე მოეწონა, რომ ვაისს ცხოვრებაშიც ცოლობა სთხოვა. ამ დროისთვის რეიჩელი 41 წლის იყო.{{ArticleSplitCont}}
როუზ მაკგოუნი
ერთ დროს მისი ბოიფრენდები იყვნენ მერილინ მენსონი და რობერტ როდრიგეზი. თუმცა გათხოვება როუზმა 40 წლის ასაკში გადაწყვიტა. მისი რჩეული მხატვარი დეივ დიტეილი გახდა.