პლაჟზე ყოფნა მუდამ განსაცდელს უქმნის შენს თმასა და კანს. მზის პირდაპირი სხივები, სიცხე, სიმშრალე, მარილიანი წყალი... მოდი, გავერკვეთ, რა შეცდომებს უშვენ დასვენების დროს.
1. დაბალინდექსიან SPF-ფაქტორს იყენებ
ულტრაიისფერი სხივები მართლა საშიშია. მათი ზემოქმედებით ჩნდება ნაოჭები. ამიტომ მზისგან დამცავ საშუალებებზე უარი არ უნდა თქვა. თუ ღია ფერის კანი გაქვს, დამცავის ფაქტორი 50-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. SPF-30 გამოიყენება უკვე ნამზეურმიღებულ კანზე, ხოლო SPF-15-ზე უმჯობესია, საერთოდ უარი თქვა. იგი მუქკანიანი და კარგად გარუჯული კანისთვისაა მისაღები.
2. სახეზე ისვამ ტანისთვის განკუთვნილ დამცავს
ისე არ მოიქცე, რომ მხოლოდ ერთი მზისგან დამცავი საშუალება იყიდო, სავარაუდოდ, ტანის და ის სახეზეც წაისვა. სახეზე უფრო ნაზი კანი გაქვს, ვიდრე ტანზე და თუ არ გსურს, სახეზე გამონაყარი გაგიჩნდეს, ასე არ მოიქცე.
3. არ იცავ ტუჩებს
ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა ტუჩებსაც სჭირდება. არსებობს სპეციალური ბალზამები SPF-ფაქტორით. თუ მისი შეძენა ვერ მოახერხე, სახის კრემი წაისვი ტუჩებზეც.
4. არ იყენებ დამატენიანებელ სპრეის თმისთვის
მზეზე გახუნებული თმა არც ისე ლამაზი სანახავია. გარდა ამისა, მის აღდგენას დრო და ძვირად ღირებული საშუალებები დასჭირდება. ამიტომ არ დაგავიწყდეს თმაზე დამცავი სპრეის შესხურება. ის ანეიტრალებს მზისა და მარილიანი წყლის ზემოქმედებას და ამასთანავე, არბილებს და ბზინვარებას ანიჭებს თმას.
5. არ ანახლებ SPF-დამცავს
ქილაზე რომც ეწეროს წყალგამძლე, მაინც არ დაიჯერო. დამცავი კრემი წყლიდან ყოველი ამოსვლის შემდეგ უნდა წაისვა.
6. პლაჟზე მაკიაჟით გადიხარ
იმედი გვაქვს, შენ ასე არ იქცევი! ნებისმიერი სამაკიაჟე საშუალება, ტუშიც კი, მზეზე ხურდება და აზიანებს კანს, წამწამებს და ა.შ.
7. იკრავ სველ თმას
არ შეიკრა სველი თმა; დააცადე გაშრობა, თუ, რა თქმა უნდა, თმის დაზიანება არ გადარდებს. უმჯობესია, ცურვის დროს თმა აწეული გქონდეს, წყლიდან ამოსვლის შემდეგ კი გაიშალე და გაიშრე.