ციტატები, რომლებიც გასწავლით ფულის გამომუშავებას და ცხოვრებისგან საუკეთესოს მიღებას - Marao

ციტატები, რომლებიც გასწავლით ფულის გამომუშავებას და ცხოვრებისგან საუკეთესოს მიღებას

2016-07-19 14:50:17+04:00

"ჭკვიანი ადამიანები თავისზე ჭკვიან ადამიანებთან მუშაობენ".

"მდიდარი მამა ფიქრობს, რომ ფრაზა: "ამის შეძენის უფლება არ მაქვს" ადამიანს მოქმედების სურვილს უკარგავს. ხოლო ფრაზა: "როგორ შევძლო ამის შეძენა?" ტვინს აიძულებს, პასუხზე იფიქროს".

"დღეს მთავარი სიმდიდრე ინფორმაციაა. ყველაზე მდიდარია ის ადამიანი, ვინც ინფორმაციას ფლობს".

"ვინც მცირეზე ფიქრობს, ის გრანდიოზულს ვერ მიაღწევს".

"მოქმედება ამარცხებს უმოქმედობას".

"ახალგაზრდებს ვურჩევ, ისეთი სამსახური მოძებნონ, სადაც ისწავლიან და არა ისეთი, სადაც მხოლოდ ჯამაგირს მიიღებენ".

"ადამიანის ძალა მის მიზანდასახულობაშია".

"მოსმენა გაცილებით მნიშვნელოვანია ლაპარაკზე".

"ყოველთვის აკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენგან ელიან. ნუ შეგეშინდებათ ზედმეტი კილომეტრის გავლის. სხვაობა კარგსა და საუკეთესოს შორის დამატებით მონდომებაზეა დამოკიდებული".

"დაისახეთ კონკრეტული მიზანი. ან გოლები უნდა გაიტანოთ, ან კარი დაიცვათ".

"იმუშავეთ გააზრებულად და არა ინტენსიურად. იფიქრეთ: როგორ შეასრულებთ დავალებას საუკეთესოდ? წარმატების მისაღწევად მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ წვრილმანებს".

"ტვინის გასავითარებელი საუკეთესო საშუალება კითხვაა. გახსოვდეთ, ლიდერები ბევრს კითხულობენ".

"ხანდახან გვგონია, რომ ინტუიციას თუ დავეყრდნობით, დავკარგავთ. იმაზე თუ გიფიქრიათ, რა დაკარგეთ, როცა ინტუიციას არ დაეყრდენით?"

"იკეას შემქმნელს მთელი დღე 10-წუთიან მონაკვეთებად აქვს დაყოფილი. ის ამბობს: თუ 10 წუთი გავიდა და არაფერი გააკეთეთ, ყველაფერი დაგიკარგავთ. არ დაკარგოთ არც ერთი წუთი უმოქმედობაზე".

"რაც უფრო მიზანდასახული იქნებით, მით განვითარდებით. მიზნის მიღწევა ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს გაჩერების უფლებას არ გაძლევთ. არასდროს თქვათ: "ვნებდები". ყოველთვის თქვით: "მე შემიძლია. ვცდი, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევ".

"გულწრფელად მწამს, რომ მუშაობა გართობას უნდა შეუთავსოთ. უნდა შეგეძლოთ ცხოვრებით ტკბობა. მუდამ სტრესსა და მოუსვენრობაში ყოფნა დაუშვებელია".

"ცხოვრება ერთხელ გვეძლევა და უნდა ვისარგებლოთ ამ შანსით მაქსიმალურად".