არომატს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ორგანიზმზე. მაგალითად, დაფნის სუნი ამშვიდებს გონებასა და სხეულს, ქმნის მომადუნებელ ატმოსფეროს. მას ფართოდ იყენებენ კულინარიაშიც და ხალხურ მედიცინაშიც.
დაფნით მკურნალობა პირველად ძველმა ბერძნებმა დაიწყეს. მას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. ძალიან სასარგებლოა ეპილეფსიის შემთხვევაში.
დაფნა შველის სასუნთქი გზების დაავადებებს, აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამცირებს სტრესს, კურნავს უძილობას, არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას.
დაფნის ფოთლების სასიკეთო თვისებებით რომ ისარგებლოთ, საკმარისია ის საკვებში გამოიყენოთ ან მისი მსუბუქი ნაყენი მიირთვათ. ასევე, შეგიძლიათ დაფნის ფითლები მოათავსით თასში, წაუკიდოთ ცეცხლი და ცოტა ხანში ჩააქროთ. განაგრძეთ კითხვა