ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ადამიანები ზოგჯერ დიდად ვერ ეგუებიან ერთმანეთს და უფრო მეტიც, გაცნობისთანავე უჩნდება ზოგიერთს ურთიერთის მიმართ გარკვეული, აუხსნელი ანტიპათია.
ამის მიზეზი ხშირად ზოდიაქოს ნიშანიც შეიძლება იყოს. ასტროლოგიაში არსებობს ე.წ. ვექტორული, ანუ მონა-ბატონის ურთიერთობების ტერმინი. თუმცა, ამის გარეშეც შესაძლებელია, გარკვეული ასტროლოგიური ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ძნელად ან საერთოდ ვერ იპოვოთ საერთო ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანთან.
ვერძი რთულად პოულობს საერთოს კირჩხიბთან. კირჩხიბს ვერძის უხეშობა არ მოსწონს, ვერძს კირჩხიბის ბუტია ხასიათი.
კუროს უჭირს კომუნიკაცია ლომთან. ლომის უთავბოლოდ მფლანგველი ხასიათი და ტრაბახისკენ მიდრეკილება კუროს მოთმინებას აკარგვინებს მარტივად.
ტყუპი ძნელად ეწყობა თხის რქას. მისნაირი თავქარიანი ადამიანი ძნელად აუწყობს ფეხს თხისრქისეულ დისციპლინას.
კირჩხიბს გულს საოცრად სტკენს სასწორი. ამ ადამიანს მისი ემოციების გაგება არ ეხერხება. მეტიც, შესაძლოა, ცინიკური შენიშვნებიც კი მისცეს სასწორმა კირჩხიბს, რაც ამ უკანასკნელს ძალიან გაანაწყენებს.
ლომი ყველაზე ხშირად უცხადებს ომს მორიელს. მისთვის ძნელად მისაღებია მორიელისთვის დამახასიათებელი მანიპულატორული ბუნება და ზურგსუკან მახის დაგებისკენ მიდრეკილება.
ქალწული ძნელად ეგუება ვერძს. ვერძის იმპულსური ხასიათი და წინდაუხედავი ნაბიჯები ქალწულში დიდ ანტიპათიას იწვევს. განაგრძეთ კითხვა