ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივლისს ტრაგედია მოხდა.
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი KIA-ს და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა. ტრაგიკულ ავარიას KIA-ში მსხდომი სამი ადამიანი ემსხვერპლა. BMW-ს მარკის ავტომობილში ქართველი მორაგბეები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. ოთხივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. ახალგაზრდები მეგობრებთან ერთად ბათუმში იყვნენ დასასვენებლად, თბილისისკენ მომავალ გზაზე კი ავარია მოხდა.
AMBEBI.GE გარდაცვლილი ცოლ-ქმრის მეგობარს, მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს დაუკავშირდა. დაღუპული გიორგი პაპასკირი (სკირა) და ალექსანდრა პაიჭაძე კლასელები იყვნენ.
"ჩემი დისგან, ანასტასიასგან შევიტყვე ამ ტრაგედიის შესახებ. მეორე მანქანაშიც ჩემი ახლობლები ისხდნენ და ძალიან ცუდად ვარ. ჩემი და მათი შვილის ნათლიაა. სკირას (გიორგი პაპასკირის) მშობლები ისეთ შოკში არიან, ქუთაისშიც ვერ ჩავიდნენ. ჩვენც დაგვხოცეს და დაგვასამარეს ამ ტრაგედიით. განაგრძეთ კითხვა