თუ ცელულიტთან საბრძოლველად უამრავი საშუალება - დიეტა, ვარჯიში, სკრაბი, ცელოფნით შეფუთვა - სცადეთ და შედეგი ვერ მიიღეთ, უმჯობესია, იმ მეთოდს მიანიჭოთ უპირატესობა, რომელიც რეალურად გაგათავისუფლებთ საშინელი კანისგან თეძოებსა და გვერდებზე.
ეფექტი რეალური რომ იყოს, აუცილებლად დაიაცვით რამდენიმე წესი. ისინი ახალგაზრდული კანის დაბრუნებაში დაგეხმარებიან.
ცელულიტთან ბრძოლა
1. დალიეთ დღეში 3 ლიტრი წყალი - ეს დაგეხმარებათ ორგანიზმში დაგროვილ სითხესთან საბრძოლველად. კანს დაუბრუნებს ელასტიკურობას და სილამაზეს. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ წყალს დალევთ, მით სწრაფად დადნება კანქვეშა ცხიმი და კანი სიმკვრივეს დაიბრუნებს.
2. არ დაივიწყოთ ხილი და ბოსტნეული
ხილი მიირთვით სადილის ჭამამადე 20 წუთით ადრე. ხოლო ბოსტნეული - გარნირისა და სალათების სახით. რაც უფრო მეტ ხილსა და ბოსტნეულს შეჭამთ, მით ჯანსაღი კანი გექნებათ.
3. მიირთვით კამა
სისტემატურად დაუმატეთ კერძებს კამა. იგი კანს განახლებაში ეხმარება და ზედმეტ სითხესაც ებრძვის. ეს ნატურალური და აბსოლუტურად უსაფრთხო შარდმდენი საშუალებაა.
4. არ დაივიწყოთ ე ვიტამიანი
რეგულარულად, უმჯობესია ყოველდღიურად მიიღოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან თქვენთვის მისაღები: კვერცხი, ღვიძლი, მოხარშული ქათმის, ინდაურის ხორცი, თევზი, თხილი, ბარდა, ლობიო და ოსპი. ე ვიტამინი და ცილა თქვენი რაციონის ძირითად ნაწილს უნდა შეადგენდეს. ამგვარად სწრაფად გახდებით და დაივიწყებთ ცელულიტის არსებობას.