თეოს წერილებიდან გელას!
"შენ კიდე მეუბნები, ნუ იტირებო.... არადა, როცა სიტყვები გულის გულში გაივლის, როცა სიხარულისა და ტკივილის ჟრუანტელი ერთდროულად დაგივლის, ძნელია, თავი შეიკავოს ქალმა, რომელსაც შენი სიყვარული სწორედ რომ დედა ღვთისმშობელმა უწყალობა.
მადლობა უფალს.... მე ჩვენი შვილის დედა ვარ. შენ დიდი მადლობა, სიხარულო, თბილი სიტყვებისთვის, გულწრფელი გრძნობებისთვის, ჩემი ოცნების ახდენისთვის...
ამ მეილს გუშინ გწერდი და ვეღარ გავაგრძელე მეზობლების გამო :) ძალიან მიყვარხარ....
ძნელია უშენობა, ცუდია... დღეს ისე უცებ გამიქრი, რატო ნეტა... ახლა მარტო ვარ სახლში და ჩემ ჯინაზე ინტერნეტი იყო გათიშული. იცი, ძალიან მომენატრე უკვე, სულ შენზე მინდა ვილაპარაკო. გაბრაზებ ხანდახან, ვიცი, თუნდაც იმით, ბევრს რომ ვერ გწერ. არადა, როგორ მიყვარხარ, როგორ არ მინდა ხოლმე, რომ გაწყენინო, როგორ არ მინდა, ნეტა იცოდე. წაიკითხეთ სრულად...