ჟუსტინ მაკეიბი 31 წლის ასაკში 141 კილოს იწონიდა.
მან უამრავი უსიამოვნება გადაიტანა ცხოვრებაში: ჯერ დედა გარდაეცვალა, ერთი წლის შემდეგ ქმარმა მოიკლა თავი. ქვრივს ისღა დარჩენოდა, ჭამაში ეპოვა შვება და ვერც მიხვდა, როგორ აკრიფა ზედმეტი კილოგრამები... შემდეგ გაუგონარი რამ მოხდა!
გახდომის მოტივაცია
ჟუსტინმა წონაში დაკლება და ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა. მწუხარებამ სრულიად გაუფუჭა ჯანმრთელობა, სხეული, მარტოობას განიცდიდა... თუმცა, საკუთარი თავი ხელში აიყვანა, მკაცრ დიეტაზე დაჯდა და სპორტდარბაზშიც ჩაეწერა.
ვარჯიშის მოტივაცია მარტივი იყო: ქალს ცხოვრებით ტკბობა და არა არსებობა სურდა. გარდა ამისა, ვარჯიშის დახმარებით დეპრესიის დაძლევასაც შეძლებდა.
ჟუსტინმა მწვრთნელი აიყვანა და ვარჯიში დაიწყო. პერიოდულ კი ფოტოებს Instagram-ში აქვეყნებდა.
საოცარია, ვარჯიშის დღეს გადაღებული და ერთი წლის გასვლის შემდეგ გადაღებული ფოტო, თითქოს სხვადასხვა ქალია მათზე.
ერთ წელიწადში მაკეიბიმ 57 კილო დაიკლო. "ვაცნობიერებდი, რომ ცხოვრების გაგრძელება საყვარელი ქმრისა და დედის გარეშე მომიწევდა. შიშს თვალებში ჩავხედე და გადავწყვიტე, ისე მეცხოვრა, რომ საკუთარი თავით მეამაყა".
ჟუსტინის ისტორია ამტკიცებს, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია, მოინდომოს.