მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ "კოკა-კოლა" ალკოჰოლურ სასმელზე მავნებელია. იმავეს თქმა შეიძლება ნებისმიერ ტკბილ, გაზიან სასმელზე. არადა, ბევრი მათ ყოველდღიურად სვამს.
"კოკა-კოლას" საფრთხე უამრავ შაქარშია, რომელსაც ეს სასმელი შეიცავს. პატარა ბოთლიც კი საწამლავია თქვენი ორგანიზმისთვის.
ღვიძლი და კუჭქვეშა ჯირკვალი მომენტალურად რეაგირებს შაქარზე. ორგანიზმი გამოჰყოფს დიდი რაოდენობით ინსულინს, სისხლში იმატებს შაქრის დონე, იწევს წნევა. მასში შემავალი გლუკოზა მომენტალურად გადაიქცევა ცხიმოვან უჯრედად. დაფიქრდით, 1 ბოთლი სასმელი 10 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს! ეს კი რამდენიმე სანტიმეტრს შემატებს თქვენს წელს...
გაზიანი სასმელები მთავარი მიზეზია დიაბეტისა და სხეულის გაცხიმიანების, მაგრამ ეს მთავარი უბედურება არაა. ფოსფორის მჟავა, რომელსაც "კოკა-კოლა" შეიცავს, ორგანიზმიდან გამოდევნის კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას. ადამიანი კი ისედაც მუდმივად საჭიროებს ამ ვიტამინების დამატებით მიღებას. შედეგად, ძვლები ხდება მყიფე და ადვილად მტვრევადი, ორგანიზმში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა.
ასე რომ, მილიონჯერ დაფიქრდით, რა ზიანს აყენებთ ორგანიზმს, სანამ გაზიან, ტკბილ სასმელს დალევდეთ.