ოლიმპიელთა ჩაცმულობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, ალბათ, საუკეთესოდ და ყველაზე მოულოდნელად ქვეყნის პირველი პირი და მისი მეუღლე გამოეხმაურნენ.
მაკა ჩიჩუას გვერდზე გასაოცარი ფოტოსესია გამოქვეყნდა, რომელმაც საზოგადოება ნამდვილად გააკვირვა. პრეზიდენტი და მისი მეუღლე ოლიმპიელთათვის შეკერილ სამოსში გამოწყობილები პოზირებენ და შეიძლება ითქვას, შესანიშნავად აქვთ მორგებული კოსტიუმები. ალბათ, ეს მათი ქვეყნის სპორტსმენებისადმი გამოხატული საუკეთესო მხარდაჭერაა.
პოსტს, ძირითადად, დადებითი კომენტარები მოჰყვა. "ამას ჰქვია ერში მანდილის ჩაგდება", - წერს ერთი ინტერნეტმომხმარებელი.იხილეთ ფოტოგალერეა