ბრიტანეთში ჩატარდა გამოკითხვა: მოსახლეობას ეკითხებოდნენ, წელიწადის რომელი დღეა დაბადების აღსანიშნავად ყველაზე კარგი.
2000-მა ადამიანმა ერთი დღე დაასახელა. პასუხი იყო მოულოდნელი - 28 ივლისი.
მეცნიერების აზრით, ზაფხულში დაბადებული ადამიანები მეტად პოზიტიურები არიან. ამას აღიარებენ ივნისში (60 პროცენტი), ივლისში (59%), აგვისტოში (55%) დაბადებულები.
ზამთარში დაბადებულები კი დეპრესიულები ყოფილან. როგორც აღმოჩნდა, 16 დეკემბერს დაბადებულები თავს ყველაზე მოწყენილებად მიიჩნევენ. საქმე ბუნებაში გამეფებულ სიცივეში არაა, ადამიანები შობისა და ახალი წლისთვის ემზადებიან და დაბადების დღის აღნიშვნას არ ჩქარობენ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზაფხულში დაბადებული ბავშვები ზამთარში დაბადებულებზე წარმატებული მოსწავლეები არიან.
ივნისში დაბადებულები მეტად მონდომებულები არიან სწავლაში და უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრაზე ოცნებობენ. როგორც ირკვევა, ყველაზე კარგშემოსავლიან სამსახურს აგვისტოში დაბადებულები შოულობენ. მათ შორის ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანია.
კვლევამ გამოარკვია, რომ აგვისტოში დაბადებული ინგლისელების 12 პროცენტს 5 ათას დოლარზე მეტი ხელფასი აქვს, დეკემბერში დაბადებულებისას კი - მხოლოდ 4 პროცენტს.