თუ ჩაის მოყვარული ხარ, ალბათ დაგაინტერესებს, რომ საუკეთესო ხარისხის მწვანე ჩაიც კი შეიძლება საზიანო იყოს ორგანიზმისთვის, თუ მას არასწორად დალევთ...
ჩაის სმით ადამიანი ახალგაზრდავდება, იხანგრძლივებს სიცოცხლეს, ებრძვის ონკოლოგიურ დაავადებებს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად სვამს ჩაის. როგორ დავლიოთ ჩაი სწორად:
1. არ შეიძლება ძალიან ცხელი ჩაის სმა
შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგია გამოიწვიოთ.
2. არ შეიძლება ცხელი ჩაის დალევა თაფლთან ერთად
ეს საკმაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ მაინც რატომღაც, უმეტესობა ჩაიში თაფლს იმატებს. ჩაიში თაფლი კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს. ცხელ წყალში მოხვედრის შემდეგ თაფლში შემავალი ფრუქტოზა იჟანგება. რაც შეიძლება კუჭის ან ნაწლავის კიბოს მიზეზი გახდეს.
3. რძიანი ჩაი სასარგებლოა
რძე ამცირებს ჩაიში არსებულ იმ მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას, რომლებსაც კიბოს უჯრედების წარმოქმნა შეუძლიათ ორგანიზმში.
4. შაქრიან ჩაი მავნებელია
თუ ჩაისგან სასარგებლოს მიღება გსურთ, ტკბილს ნუ დალევთ. არც კანფეტები და ორცხობილა მიაყოლოთ. თუ, არ გსურთ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამოიწვიოთ ორგანიზმში.
5. არ ჩაიგდოთ ჩაიში ლიმონი
ამას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ორგანიზმისთვის. პირიქით, შეიძლება საზიანოც იყოს. მაგალითისთვის, ლიმონიანი ჩაი აკრძალულია, ყველასთვის, ვისაც კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
თუ გიჭირთ ლიმონიან ჩაიზე უარის თქმა ასე მოიქეცით: დალიეთ ცოტა ჩაი, შეჭამეთ ლიმონის ნაჭერი და ისევ ჩაი მიაყოლეთ. ამგვარად, გაცილები მეტ სარგებელს მოუტანთ ორგანიზმს.
დაბოლოს, არასდროს დალიოთ ჩაი ალკოჰოლური სასმლის შემდეგ. ეს კატასტროფაა თირკმლებისთვის.
დალიეთ ჩაი სწორად და იყავით ჯანმრთელი!
გაუზიარეთ მასა ჩაის მოყვარულ მეგობრებს.